პოლიტიკა

“შურის, ძველი ანგარიშების და ჩემთან დატოლების დრო არ არის” – სააკაშვილი ოპოზიციის ნაწილს

,,ნეტგაზეთი” წერს, რომ “შურის დრო არ არის, ძველი ანგარიშების დროც არ არის, ჩემთან დატოლების დროც არ არის, ჯერ ერთი ვერ დამეტოლებით ბევრი მიზეზის გამო და მეორეც, საერთო საქმეს დააკლდება, მე – არა”, – ეს განცხადება ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციის იმ ნაწილის მიმართ გააკეთა, ვინც გააკრიტიკა მისი ინიციატივა საერთო ოპოზიციური სიის ფორმირების თაობაზე.

თუმცა, მთავარი არხის ეთერში, სააკაშვილმა არ დააკონკრეტა, ვის გულისხმობდა ის: გიგა ბოკერიას, შალვა ნათელაშვილს თუ მამუკა ხაზარაძეს. გადაცემის წამყვანმა ნიკა გვარამიამ სწორედ ამ პოლიტიკოსების ციტატები მოიყვანა სააკაშვილთან ინტერვიუში და გაახმოვანა მათი მთავარი არგუმენტი, რომ მნიშვნელოვანია პარტიების მრავალფეროვნება.

“მეგობრებო, ბარში კი არ ვართ, სადაც სასმელებს ვარჩევთ და ვაჭაშიკებთ, ვიღაცას კოქტეილი მოსწონს, ვიღაცას სხვა რამ. ჩვენ სამკვდრო-სასიცხოლო ბრძოლაში ვართ, ჩვენს წინააღმდეგი ძალიან უტიფარი, თავზეხელაღებული, უტიფარი, დაუნდობელი ძალაა. ამ პირობებში, როგორ შეიძლება ვიძახოთ, რომ ჩვენ უნდა დავიტოვოთ გზა, ერთმანეთს ვექიშპოთ [საარჩევნო კამპანიის დროს], ვეკამათოთ”, – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ის თუ ვინ იქნება ამ ბრძოლის წინა ხაზზე, ამას მოსახლეობა გადაწყვეტს. მისი თქმით, ეს შეიძლება იყოს სრულიად ახალი პერსონა, რომელიც “ამ დროშას აიტაცებს და ის იქნება წინა პლანზზე”.

“ნუ შეგვშურდება, შურის დრო არ არის, ძველი ანგარიშების დროც არ არის, ჩემთან დატოლების დროც არ არის, ჯერ ერთი ვერ დამეტოლებით ბევრი მიზეზის გამო და მეორეც, საერთო საქმეს დააკლდება, მე – არა. [ვის გულისხმობთ?] ახლა შემიყვანეთ კამათში, ყველა ყველაფერს ხედავს. ვერავინ მეტოლება და არც მე ვეტოლები არავის. ერთიანობას არ აქვს ალტენრაივა, თუ არ გამოვა არც ესაა ტრაგედია”, – განაცხადა სააკაშვილმა და დაადასტურა, რომ საერთო სიის საკითხზე შეუთანხმებლობა არ ნიშნავს იმას, რომ მაჟორიტარების საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებას რაიმე საფრთხე დაემუქრება.

ნახეთ მეტი
Back to top button