ბიძინა ივანიშვილი 2 კვირაში 7 მილიონით გამდიდრდა
,,2020 News” წერს, რომ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 2 კვირაში 7 მილიონით გამდიდრდა. ამის შესახებ ინფორმაცია Bloomberg Billionaires Index-ზეა გამოქვეყნებული.
13 მაისის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის ქონება ამჟამად 5.32 მილიარდს შეადგენს, მაშინ როდესაც 29 მაისის მონაცემებით მისი ქონება 5.25 მილიარდი იყო.
“Bloomberg Billionaires”-ს მონაცემებით, ივანიშვილმა რეიტინგში 375-ე ადგილიდან, 377-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.
ცნობისთვის, 5.32 მილიარდ დოლარად ბიძინა ივანიშვილს შეუძლია შეიძინოს 3,09 მილიონი უნცია ოქრო და 141 მილიონი ბარელი ნავთობი.
შეგახსენებთ, 2013 წლის შემდეგ ივანიშვილის ქონება ასე მცირე ნიშნულზე მხოლოდ 2018 წლის დეკემბერში იყო, როცა 4.97 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.
მილიარდერების ინდექსის თანახმად, ივანიშვილის ქონება ყველაზე მაღალი – 2013 წელს იყო, როცა 6.40 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა.
ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონების მნიშვნელოვანი წილი 2003-2006 წლების შუალედში, აქტივების მნიშვნელოვანი წილის გაყიდვის შემდეგ დააგროვა.
ბიძინა ივანიშვილის ძირითადი ფინანსური საქმიანობა რუსეთთან არის დაკავშირებული. 1990-იანი წლებში ივანიშვილი აქტიურად მონაწილეობდა, რუსეთის საქმიან ცხოვრებაში.