კულტურა

გამოცხადდა “ევროვიზია -2021” -ის ჩატარების თარიღი

,,1in.am“ წერს, რომ სიმღერის საერთაშორისო კონკურსის ,,ევროვიზიის“  ორგანიზატორებმა -ევროპის სამაუწყებლო კავშირმა (EBU) და მაუწყებლებმა NPO, NOS და AVROTROS, ღონისძიების ვებგვერდზე განაცხადეს, რომ ორი ნახევარფინალი გაიმართება 18 და 20 მაისს. გრანდიოზული ფინალი დაგეგმილია 2021 წლის 22 მაისს.
,,ევროვიზია 2021“ გაიმართება როტერდამის საკონცერტო დარბაზში ,,აჰოი“, ამ პლატფორმაზე უნდა ჩატარებულიყო 2020 წლის კონკურსი, რომელიც გაუქმდა კორონავირუსის პანდემიის გამო. მომღერლების შერჩევას, რომლებიც თავიანთ ქვეყნებს წარმოადგენენ კონკურსში, მაუწყებლები ჩაატარებენ.

ნახეთ მეტი
Back to top button