სომხეთსა და საქართველოს შორის არ არსებობს პოლიტიკური დაძაბულობა, ჩვენ კარგი მეგობრები ვართ. გამყრელიძე
,,Hy.Armradio.am” წერს, რომ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, «Atlantic Council»-ის ვებინარის დროს კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს გამოცდილება გააზიარა, შეეხო არაერთ საკითხს, მათ შორის სომხეთთან ურთიერთობებს, იუწყება ,, ალიქ მედია“.
”ჩვენ თანაარსებობის გრძელი ისტორია გვაქვს. მე ვიცი, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანში ინფექციების მხრივ მდგომარეობა უფრო რთულია, ვიდრე საქართველოში. ჩვენ შევთავაზეთ დახმარება ჩვენს სომეხ პარტნიორებს, გასულ კვირას ჩვენ დავუკავშირდით მათ. ერთხელ განვიხილეთ მკურნალობის საკითხი და შემდეგ ჯერზე ვისაუბრეთ ინფექციის გავრცელების კონტროლზე, გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება. კარგი ურთიერთობა გვაქვს. მხოლოდ ერთი ინციდენტი მოხდა სომეხ პოლიტიკოსთან გაუგებრობის შედეგად, რაც უმნიშვნელო იყო. ეს არ შეიძლება იყოს დაძაბულობის წყარო. ეპიდემია და კორონავირუსი არ იმოქმედებს ჩვენს ოფიციალურ და არაოფიციალურ მეგობრობაზე”,- აღნიშნა გამყრელიძემ.