მთავარისაზოგადოება

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებული 586 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ ამჟამად სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებული 586 ადამიანის მდგომარეობა სერიოზულია. ინფორმაცია ,,სპუტნიკი სომხეთი“ – ს მიაწოდა სრ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის სპიკერმა ალინა ნიკოღოსიანმა.
”კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 470 მძიმე მდგომარეობაშია, 116 კი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. ფილტვების ვენტილაციის ხელოვნურ მოწყობილობაზე 35 პაციენტია  მიერთებული”,- აღნიშნა ნიკოღოსიანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ დღეის მდგომარეობით, სომხეთში 231 მოქალაქის ჰოსპიტალიზაციაა საჭირო, მათგან 89 ელოდება სახლში, ხოლო დანარჩენები სხვადასხვა სამედიცინო ცენტრში.
შეგახსენებთ, რომ წინა დღეს სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 397-ით გაიზარდა და საერთო რაოდენობამ 17.064-ს მიაღწია. ერთ დღეში 19 ადამიანი დაიღუპა. სომხეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა არსენ თოროსიანმა დღეს გამართულ კომენდანტის სხდომის შემდეგ განაცხადა კორონავირუსით გარდაცვალების საშუალო ასაკის გაახალგაზრდავების შესახებ.

ნახეთ მეტი
Back to top button