ეკონომიკამთავარი

ყოველდღიური გაზეთი “სომხეთის რესპუბლიკა”. განახლდება პროგრამა ,,კავკასიის ელექტროგადაცემის ქსელი

,,არმენპრესი“ წერს, რომ ,,გერმანიის განვითარების საკრედიტო ბანკის (KfW) მხარდაჭერით განხორციელებული საკრედიტო პროგრამის “კავკასიის ელექტროგადამცემი ქსელი I” (საუბარია სომხეთ-საქართველოს გადამცემ ხაზზე / ქვესადგურებზე) წრეებში 2017 წ. გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ დროებით შეჩერდეს პროგრამა და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით განხილულ იქნას ახალი ტექნიკური გადაწყვეტილებების შესაძლებლობა. რა მდგომარეობაშია ამჟამად ეს პროგრამა? მოიძებნა თუ არა გადაწყვეტილებები, თუ ისევ შეჩერებულია?

ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ამ პროგრამასთან დაკავშირებით ბევრი მსჯელობა გაიმართა, ხოლო 2019 წლის 30 ოქტომბერს პრემიერ მინისტრთან გამართული განხილვის შედეგად, მიღებულ იქნა  პროგრამის განხორციელების გადაწყვეტილება უკვე გაფორმებული საკრედიტო და საგრანტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ტექნიკური გადაწყვეტილებებით. ასევე, ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ენერგეტიკის ხაზით მოადგილის, ჰაკობ ვარდანიანის მიხედვით, პროგრამა გაგრძელდება მიმდინარე სატენდერო პროცესის დასრულებით და ახალი ტენდერების დაწყებით სამი ლოტით. გარდა ამისა, განხილვის შედეგად, იმის გათვალისწინებით, რომ ახალი სატენდერო პროცესი არის დამატებით ახალი დავალება პროექტის განხორციელების ფარგლებში შერჩეული კონსულტანტისთვის (რომელიც არ შედის კონსულტანტთან დადებული კონტრაქტის ფარგლებში და რომ პროგრამის შეჩერების დროს ასევე შეჩერებულია ხელშეკრულებაც), დაევალათ სათანადო დამატებითი საფინანსო სახსრების გათვალისწინებით ახალი სატენდერო პროცესის ორგანიზება საკონსულტაციო ხელშეკრულების ხელახლა გააქტიურების უზრუნველსაყოფად”.

ნახეთ მეტი
Back to top button