მთავარისაზოგადოება
26 თებერვლის შემდეგ პირველად, საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

,,პირველი არხი ” წერს, რომ 26 თებერვლის შემდეგ პირველად, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.
ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, 20-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და ამ დროისთვის საერთო რიცხვი 724-ს შეადგენს.
ქვეყნის მასშტაბით, ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა კი 879-ია.