საერთაშორისო

ამერიკა ივანიშვილისათვის სანქციების დასაწესებლად ემზადება

„ივანიშვილი არის დესტაბილიზაციის წყარო რუსეთის სასარგებლოდ“ – ეს არის უმწვავესი შეფასება ქართველი ოლიგარქის მიმართ, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების უმნიშვნელოვანეს დოკუმენტში ჩაიწერა.

როგორც PRESA.GE წერს, დოკუმენტი 13-მა ამერიკელმა კონგრესმენმა მოამზადა, რომლის პათოსსა და შინაარსს კონგრესმენთა უმრავლესობა იზიარებს. 

ეს არის დოკუმენტი, რომელიც მომზადდა იმ ორგანიზაციისათვის, სადაც მთავარი მოთამაშეები ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი, 4 სენატორი და 140 კონგრესმენია.

თეთრი სახლი აპირებს პირადი და პერსონალური სანქციები დაუწესოს ივანიშვილს, რომელსაც დღემდე მიტაცებული აქვს ხელისუფლება და წარმოადგენს კრემლის მთავარ დასაყრდენს საქართველოში. 

იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილი უარს იტყვის დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაზე, თანასწორ წინასაარჩევნო კამპანიაზე, ეცდება ხმების მასობრივად ყიდვას ან გაყალბებას, ამერიკა მზადაა გაყინოს მისი და მასთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშები, აქციები, ქონება…

მეტიც: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე იგეგმება თეთრი სახლის წარმომადგენელთა ვიზიტი საქართველოში, რათა პირადად გააფრთხილონ ივანიშვილი მოსალოდნელ საფრთხეებზე. 

„ამერიკა არის საქართველოსა და ქართველი ხალხის მეგობარი. ჩვენ დიდი პოლიტიკური და ფინანსური ძალისხმევა გავწიეთ ქართული დემოკრატიისათვის, ეკონომიკის სტაბილიზაციისათვის. 

ამიტომ, მზად ვართ კვლავ დავეხმაროთ საქართველოსა და ქართველ ხალხს. ველოდებით სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებს“ – ეს არის გზავნილი ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან.

თუმცა, თუ ივანიშვილმა ყურად არ იღო ჩვენი ქვეყნის მეგობრების გაფრთხილება, მას სანქციები არ ასცდება. 

თეთრი სახლი სანქციებს დაუწესებს არა საქართველოს, არამედ მის არაფორმალურ მმართველს, რომლის შემდეგაც გამორიცხული არ არის რომ ქართველმა ოლიგარქმა, მოლდოველი მილიარდელის, პლახატნიუკის ბედი გაიზიაროს, რომელიც თავისი ქვეყნიდან გაიქცა და ახლა ფაქტობრივად, გაკოტრებულია, საბანკო ანგარიშების გაყინვის გამო…

ნახეთ მეტი
Back to top button