მთავარისაერთაშორისო

„ანაკლიის პროექტი კრემლის გავლენების გამო ვერ განხორციელდა“ – ამერიკელი გენერლის სკანდალური განცხადება

ანაკლიასთან დაკავშირებულ სტატიას აქვეყნებს newposts.ge. „ანაკლიის პორტის პროექტი კრემლის გავლენების გამო ვერ განხორციელდა“ – განაცხადა ამერიკის არმიის ევროპის კონტიგენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუს დროს. ამერიკის არმიის ყოფილ გენერალს ღრმად სწამს, რომ საქართველოს მთავრობას პორტის აშენების სურვილი არ ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ ამაში ხელს ვერავინ შეუშლიდა. ჰოჯესის აზრით, თუ საქართველო დასავლურ ინვესტიციებს თავისი გარემოთი დააინტერესებს, დასალვეთი მას დაიცავს.

„საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა ნატოში გაწევრიანდეს. ამ ქვეყანას მეტი არაფერი აქ დასამტკიცებელი. მე ამის მტკიცედ მჯერა,მაგრამ საქართველომ მეტი უნდა გააკეთოს იმისათვის, რათა დასავლური ინვესტიციებისთვის მეტად მიმზიდველი გახდეს. ანაკლია შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა მოიზიდო ევროპული და ამერიკული ინვესტიციები, მაგრამ ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობას არ უნდა ამ პორტის აშენება,“

„მსურს, რომ ამერიკამ უფრო მეტი ჩართულობა გამოიჩინოს ვაზიანის სამხედრო აეროდრომის გამოყენებასთან დაკავშირებით- კარგი იქნება თუ არაპერმანენტული, არამედ როტაციული დისლოცირების ჩარჩოებში ამერიკული თვითმფრინავები ჩამოვლენ და საქართველოში ფრენით ე.წ კუნთების მეხსიერებას გამოიმუშავებენ- კარგი იქნება, საქართველოში უფრო მეტი წვრთნები ჩავატაროთ. ჩვენ უნდა ავიღოთ ინიციატივა საკუთარ თავზე და მეტად ჩავერთოთ.

ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთოთ , რუსეთმა კი ინერვიულოს და განიცადოს. შავი ზღვის რეგიონში რიტმი და ტონი ჩვენ უნდა დავაწესოთ და არა რუსეთმა. ვისურვებდი, რომ უკრაინამ და საქართველომ ერთმანეთთან მეტად უნდა ითანამშრომლონ- იქნება ეს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება, თუ სხვა სახის სამხედრო თანამშრომლობა „ – განაცხადა ამერიკის არმიის ყოფილმა გენერალმა, ბენ ჰოჯესმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუს დროს.

ნახეთ მეტი
Back to top button