საზოგადოება

არსენ თოროსიანს ვიდეო საუბარი ჰქონდა ლიტვის ჯანდაცვის მინისტრთან

,,არმენპრესი“ წერს, რომ სომხეთის და ლიტვის ჯანდაცვის მინისტრების არსენ თოროსიანის და აურელიუს ვერიგას შორის ონლაინ ვიდეოსაუბარი შედგა ორი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროების ოფიციალური პირებისა და ექსპერტების მონაწილეობით. პარტნიორებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობები, კერძოდ, სამუშაო საკითხები, რომლებიც უკავშირდება ამ კვირაში ლიტვიდან სომხეთში ჩამოსული სამედიცინო ჯგუფის ვიზიტს.
არსენ თოროსიანმა მადლობა გადაუხადა ლიტვის ჯანდაცვის ოფისს ლიტვის მხრიდან სომხეთში კორონავირუსის დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერისთვის, ასევე პროფესიული თანამშრომლობისთვის.
ამის შესახებ “არმენპრეს” -ს აცნობეს სრ ჯანდაცვის სამინისტროდან
მინისტრმა აღნიშნა, რომ მიუხედავდ ქვეყანაში განხორციელებული ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისა, კორონავირუსული დაავადების მატება მაინც აღირიცხება. ”ამის გამო მივმართეთ ჩვენს კოლეგებს დახმარებისთვის. მან იმედი გამოთქვა, რომ ლიტვის სამედიცინო ჯგუფის გამოცდილება ჩვენს ქვეყანაში კოროვირუსული დაავადების გადალახვაში დაგვეხმარება.
”ეს მისია ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობის მნიშვვნელოვანი გამოხატულებაა”, – თქვა არსენ თოროსიანმა და დასძინა, რომ დაგეგმილი პროგრამები და შეხვედრები მხარეებს შორის გადადებულია პანდემიის გამო, მაგრამ შესაძლოა განახლდეს ეპიდემიის დასრულების შემდეგ.
ლიტვის ჯანდაცვის მინისტრმა აურელიუს ვერრიგამ კიდევ ერთხელ დაადასტურა შეხვედრის გადადების აუცილებლობა ამ ვითარებაში და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში მოხდება ორმხრივი ვიზიტი.
აურელიუს ვერიგამ წარმოადგინა სომხეთში ჩამოსული სამედიცინო მუშაკების შემადგენლობა, მათი გამოცდილება და ის მოლოდინები, რაც შეიძლება ჰქონდეს სომხეთს. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მოხალისეთა გუნდი თავიდანვე მონაწილეობდა COVID-19–ით ინფიცირებულთა მკურნალობაში და ის შეიძლება ასევე დაეხმაროს ორგანიზაციულ საკითხებშიც.

ინფექციური დაავადებების ხაზით სომხეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მრჩეველმა ნირინა სარგსიანცმა წარმოადგინა ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ბოლო დღეების მაჩვენებლები, მკურნალობის მიდგომები, ჰოსპიტალიზაციის პირობები, წამლების დანიშნვის პროცესი, სახლში მკურნალობის პროცედურების ჩატარება და სხვა დეტალები. სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ერევანში, ერევნის რეგიონებში, კორონავირუსის მკურნალობით დაკავებული დაახლოებით 17 საავადმყოფოა.
აურელიუს ვერიგამ მადლობა გადაუხადა ინფორმაციის გაცვლისა და ურთიერთდახმარებისათვის.
აღსანიშნავია, რომ ლიტვის სპეციალისტთა გუნდი, 8 სამედიცინო მუშაკი, 3 ექსპერტი, 19 ივნისს ჩამოვა სომხეთში. ამავდროულად, სამედიცინო ხელსაწყოებს და სადიაგნოსტიკო ტესტებს უსახსოვრებენ ჩვენს ქვეყანას”,- აღნიშნულია ვიდეოსაუბარში.

ნახეთ მეტი
Back to top button