საერთაშორისო

კადიროვის მორიგი მუქარა გაბუნიას: სჯობს, მუხლებზე დაიჩოქოს და ბოდიში მოიხადოს

როგორც newposts.ge წერს, ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი ქართველ ჟურნალისტს, გიორგი გაბუნიას ისევ ემუქრება.

იგი აცხადებს, რომ “სჯობს მან მუხლებზე დაიჩოქოს და მომხდარისთვის ბოდიში მოიხადოს”.

“მივმართავ ქართულ ხელისუფლებას, მიიღოს ზომები ამ მოქალაქის ხელახალი აღზრდისთვის. რეკომენდაციას ვაძლევთ, სწორი დასკვნები გამოიტანოს და თავისი გონება მწყობრში მოიყვანოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიმეორებ, ჩემს მტრად დარჩება. რაც შეეხება უკრაინულ მხარეს, რომელიც ამტკიცებს, რომ შეკვეთილი თავდასხმის შესახებ ინფორმაცია გადასცა, მინდა ვურჩიო, სამომავლოდ უფრო სერიოზულად მოიქცნენ და არა ხალხის გასაცინებლად. მსგავსი წერილები მტკიცებულებებით მაინც გააგზავნეთ. ისედაც ბოლო წლებია პიარს ჩემი სახელის დამსახურებით იკეთებთ. არანაირად არ გამოგდით თქვენს ხალხთან მუშაობა და პერიოდულად ჩემი სახელის ხსენებით მათ თავს ახსენებთ ამ პიარისთვის, სხვათა შორის, მე უნდა მიმადლოდეთ. დაიმახსოვრეთ ეს! დრო მოვა, ანგარიშს წარმოგიდგენთ! აუცილებლად!” – წერს კადიროვი.

ნახეთ მეტი
Back to top button