ეკონომიკა
რუსეთი არ ელის საქართველოსთან საჰაერო კომუნიკაციის სწრაფ განახლებას

,,1in.am” წერს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო კომუნიკაცია მალე აღდგეს. ამის შესახებ განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სერგეი ივანოვმა.
მისი აზრით, ზოგადად, საერთაშორისო ფრენები განახლდება სხვადასხვა კონვენციებში მონაწილე ქვეყნების უმეტესობის თანხმობით.
”მაგალითად, ჩვენ საქართველოსთან ფრენა საერთოდ არ გვაქვს, და ნაკლებად სავარაუდოა უახლოეს მომავალში მათი განახლება”, – ციტირებს TASS.