მთავარისაერთაშორისო

საგარეო: გერმანიაში არატურისტული მიზნით მგზავრობის შემთხვევაში კარანტინი სავალდებულო არაა

როგორც tabula.ge წერს, ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო ჩაკეტილი საზღვრები გერმანიას ტურისტული მოგზაურობის მსურველებისთვის კვლავ არ გაუხსნია, თუმცა, მოქალაქეებს, რომლებსაც გერმანიაში მგზავრობისთვის ნებართვა აქვთ, 15 ივნისიდან სავალდებულო კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ. 

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დავით ზალკალიანისა და გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის შეხვედრის შემდეგ გაავრცელა. 

გერმანიაში მგზავრობის ნებართვის მისაღებად მოქალაქეებს კონკრეტული მიზანი უნდა ჰქონდეთ, როგორიცაა, მაგალითად, სამსახურეობრივი გარემოება, განათლების მიღება/გაგრძელება, თუ მკურნალობა. 

“ამასთან, გერმანიის მთავრობა, ევროკავშირის რეკომენდაციის გათვალისწინებით, ცალკეულ ქვეყნებთან და რეგიონებთან მიმართებაში ამზადებს ინდივიდუალურ სამოგზაურო რეკომენდაციებს და გამოითქვა იმედი, რომ საქართველოში არსებული ეპიდემილოგიური ვითარება მისცემს მათ საშუალებას, უახლოეს მომავალში, პოზიტიურ ჭრილში გადაწყვეტოს აღნიშნული საკითხი”. – წერს საქართველოს საგარეო უწყება. 

გერმანიაში ახალი კორონავირუსის გამო შეზღუდვები მარტის შუა რიცხვებში დაწესდა და აპრილის ბოლოდან მათი შემსუბუქება დაიწყო.

ნახეთ მეტი
Back to top button