საერთაშორისო

საქართველოს სასტუმროებში ფასები განახევრდა – “ზოგ ხუთ ვარსკვლავიანში ნომრის ფასი 50 ლარამდეა”

და­ზუს­ტე­ბით შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ყვე­ლა სას­ტუმ­რო­ში ფა­სე­ბი თით­ქმის გა­ნა­ხევ­რე­ბუ­ლია, – ამის შე­სა­ხებ “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სას­ტუმ­რო­ე­ბი­სა და რეს­ტორ­ნე­ბის ფე­დე­რა­ცი­ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, შალ­ვა ალა­ვერ­დაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სას­ტუმ­რო­ე­ბი 15 ივ­ნი­სი­დან შიდა ტუ­რიზ­მის გახ­სნას შემ­ცი­რე­ბუ­ლი ფა­სე­ბით შეხ­ვდნენ და რიგ ხუთ ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­რო­ებ­ში ნომ­რის ფასი 50 ლა­რამ­დეა.

„და­ზუს­ტე­ბით შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ფა­სე­ბი თით­ქმის ყველ­გან გა­ნა­ხევ­რე­ბუ­ლია. ერ­თა­დერ­თი ად­გი­ლი, სა­დაც ფა­სე­ბი გაძ­ვი­რე­ბუ­ლია, არის აბას­თუ­მა­ნი. ასე­თი იაფი ბა­თუმ­ში დას­ვე­ნე­ბა, რო­გორც ახ­ლაა, არას­დროს ყო­ფი­ლა. თან­და­თა­ნო­ბით იხ­სნე­ბი­ან რე­გი­ო­ნუ­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბი, თუმ­ცა წელს ძი­რი­თა­დი მო­თხოვ­ნა ბი­ნებ­სა და კო­ტე­ჯებ­ზე იქ­ნე­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბი უფრო და­ცუ­ლად გრძნო­ბენ აქ თავს, როცა სხვებ­თან შე­ხე­ბა არ აქვთ და ასე­ვე, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის­გან ნაკ­ლე­ბად წუხ­დე­ბი­ან,” – აღ­ნიშ­ნა ალა­ვერ­დაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა გახ­სნი­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას, რო­გორც შალ­ვა ალა­ვერ­დაშ­ვი­ლი აცხა­დებს, თბი­ლის­ში სას­ტუმ­რო­ე­ბი სა­ერ­თოდ არ გახ­სნი­ლა და ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბის მხო­ლოდ 15%-მდე მუ­შა­ობს.

“მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბის სას­ტუმ­რო­ებ­მა მი­მარ­თეს გახ­სნას­თან და­კავ­ში­რე­ბით. თბი­ლის­ში მა­გა­ლი­თად არ­ცერთ სას­ტუმ­როს არ მი­უ­მარ­თავს, იმი­ტომ, რომ ამ ეტაპ­ზე აზრი არ აქვს თბი­ლის­ში სას­ტუმ­როს გახ­სნას. ვის მო­ემ­სა­ხუ­რონ, ჭი­ა­თუ­რას თუ წყალ­ტუ­ბოს? ამ ეტა­პის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში სას­ტუმ­რო­ე­ბის 15%-ზე მეტი არ გახ­სნი­ლა. გახ­სნა მო­თხოვ­ნა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი,” – აღ­ნიშ­ნა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button