მთავარისაერთაშორისო

საქართველოში COVID-19-ის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – გამოჯანმრთელდა კიდევ 7 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 7 -ით გაიზარდა და მათი საერთო მონაცემი ამ დროისთვის 731-ს შეადგენს. 

ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდზე stopcov.ge რამდენიმე წუთის წინ განახლდა. 

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 9 ინფიცირებულით გაიზარდა და მონაცემი ამ დროისთვის 888-ს შეადგენს. 

რაც შეეხება კარანტინის რეჟიმში მყოფ ადამიანებს, მათი რაოდებობა 2 710-ია. ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 267 მოქალაქე რჩება.

ქვეყანაში COVID-19-ის ინფექციით 14 პაციენტი გარდაიცვალა.

ნახეთ მეტი
Back to top button