მთავარისაერთაშორისო

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი: ვნებები კვლავ ბობოქრობენ

როგორც Lragir.am-ი წერს, მოძრაობა „ქართული იდეის“  ლიდერმა ლევან ჩიჩუამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ცდილობს  თავისი ისტორია დაუკავშიროს  ალბანელებს.  ქმნის ცრუ თეორიას, რომ აზერბაიჯანს საერთო რამ აქვს ამ  კულტურასთან. ლევან ჩიჩუამ  ამას  ფალსიფიკაციას უწოდა და დასძინა, რომ მსოფლიოში არცერთი სამეცნიერო წრე არ ცნობს ალბანელების კავშირს აზერბაიჯანელებთან. ამის საწინააღმდეგოდ, ყველა ამბობს, რომ ალბანელები ცხოვრობდნენ აზერბაიჯანის ახლანდელ ტერიტორიაზე, მართლმადიდებლები იყვნენ, ჰქონდათ სუვერენული სახელმწიფო, ეკლესია და ენა, რომელსაც არსებობა შეუწყვეტია მე-5 საუკუნეში.  მან დასძინა, რომ დაახლოებით ერთი საუკუნის შემდეგ, ასურელმა ბერმა დავით გარეჯელმა დააარსა სამონასტრო კომპლექსი სოფელ გარეჯში. „დღევანდელ აზერბაიჯანელებს საერთო არაფერი აქვთ ალბანელებთან, განსაკუთრებით დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან. მათმა მოახდინეს საქართველოს ტერიტორიის ანექსირება, განალაგეს სამხედრო ნაწილები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ამას ეწოდება ოკუპაცია. დავით გარეჯი ჩვენია და ქართველები ამას არასდროს დაუშვებენ – ეს უნდა იცოდნენ სააკაშვილმაც, ივანიშვილმაც და ალიევმაც. ქართველები არ გაცვლიან დავით გარეჯს თუნდაც ბუნებრივ გაზში, ნავთობსა და ფულში“…..

ბაქოს ოფიციალურ ხელისუფლებას ეს სამონასტრო კომპლექსი ორი მიზეზის გამო სჭირდება: პირველი, გააყალბებს ისტორიას, ძველი ალბანური მონასტრით ის დაადასტურებს მის „უძველეს“  წარმოშობას  და მეორეც  დ.გარეჯი სამხედრო მნიშვნელობისაა აზერბაიჯანისთვის, რადგანაც კომპლექსი, რომელიც გადაჭიმულია ქედზე  ჯაჭვისებურად,  იკავებს მთავარ  სიმაღლეებს და იძლევა საქართველოს ტერიტორიის სიღრმისეულად, მრავალი კილომეტრის მანძილზე დანახვის საშუალებას.

აზერბაიჯანის სამეცნიერო წრეებში სულ უფრო და უფრო ლაპარაკობენ იმაზე, რომ საქართველო შეიქმნა აზერბაიჯანულ მიწებზე, ხოლო ბაქოში დაბეჭდილი სკოლის ისტორიის სახელმძღვანელოებში, რომლის მიხედვითაც საქართველოში აზერბაიჯანული სკოლების მოსწავლეები  სწავლობენ, აშკარად წერია, რომ თბილისი აზერბაიჯანული ქალაქი არანია.

თუმცა, ვითარება არც ისე ცუდია, როგორც ჩანს. პროგრესული ქართველი ჩინოვნიკები სულ უფრო მეტად გამოთქვამენ აზრს  საქართველოს თურქეთისა და აზერბაიჯანისაგან დამოუკიდებლობის  შესახებ  და ისტორიული სამართლიანობის აღდგენა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმართ –  ამ მიზნისკენ გადადგმული მხოლოდ პირველი ნაბიჯია.

ნახეთ მეტი
Back to top button