პოლიტიკა

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები, თუ როგორ დაეხმარება საქართველო სომხეთს კორონავირუსის ინფექციის მართვაში

,,ინტერპრესნიუსი” წერს, რომ ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები, თუ როგორ დაეხმარება საქართველო სომხეთს კორონავირუსის ინფექციის მართვაში.

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მხრიდან გაწეული დახმარება იყოს ეფექტური.

„ჩვენ გვაქვს დეტალური მოლაპარაკებები სომხეთის ჯანდაცვის მინისტრთან და ჯანდაცვის სისტემის ყველა წარმომადგენელთან. ჩვენ გვქონდა არაერთი ონლაინ ჩართვა და კონსულტაცია მათთან ერთად. ამ ეტაპისთვის, ჩვენ ვჯერდებით თუ რა საჭირობები გააჩნიათ მათ, ვინაიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ისევე როგორც სომხეთის რესპუბლიკისთვის, რომ ჩვენ მიერ გაწეული დახმარება იყოს ეფექტური. ჯერ არ დავხმარებივართ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ნახეთ მეტი
Back to top button