ერთ პარტნიორთან არ ვთანამშრომლობთ მეორე პარტნიორთან ურთიერთობის ხარჯზე. საგარეო საქმეთა მინისტრი

,,არმენპრესი“ წერს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სომხეთის რესპუბლიკა, ერთ პარტნიორთან არ თანამშრომლობს მეორე პარტნიორთან ურთიერთობის ხარჯზე. “არმენპრეს”-ის გადმოცემით, მნაცაკანიანმა ამის შესახებ აღნიშნა ეროვნულ ასამბლეაში მთავრობასთან კითხვა-პასუხის დროს, უპასუხა რა ფრაქცია “ნათელი სომხეთი”-ს წევრის ანი სამსონიანის შეკითხვას, რელიგიური თავისუფლების საერთაშორისო ალიანსში სომხეთის შესვლის შესახებ.
დეპუტატის მოსაზრებაზე, რომ ბლოკის წევრი ქვეყნებიდან ამერიკის შეერთებული შტატები აკეთებს ანტი-ჩინურ განცხადებებს, პასუხის გაცემისას, მნაცაკანიანმა აღნიშნა, რომ ეს პლატფორმა არ ითვალისწინებს ერთობლივი პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღებას.
”ალიანსი არ ითვალისწინებს ერთობლივი პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღებას, ხმის მიცემის მექანიზმს. თითოეული წევრი ქვეყანა ხელმძღვანელობს თავისი პროგრამებითა და წინადადებებით. სომხეთმა უკვე აჩვენა მრავალი მაგალითი, რომ ერთ პარტნიორთან თანამშრომლობა არ ხდება სხვა პარტნიორის ხარჯზე. გამორიცხულია, რომ ჩვენ ჩავერთოთ ისეთ ოპერაციაში, რომელიც ზიანს მიაყენებს ჩვენს თანამშრომლობას სხვა პარტნიორთან. ეს არის მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელსაც ჩვენ მკაცრად ვიცავთ”, – განაცხადა მნაცაკანიანმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რელიგიური თავისუფლებების საკითხი სომხეთის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის მთავარ საკითხად რჩება.
”ეს ინიციატივა საშუალებას გვაძლევს ვიმუშაოთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან, პროგრამების წინსვლისთვის, რაც გააუმჯობესებს რელიგიური უმცირესობების პირობებს”, – აღნიშნა მინისტრმა.
13 ივნისს სომხეთი შეუერთდა 2020 წლის თებერვალში ჩამოყალიბებულ რელიგიური თავისუფლების საერთაშორისო ალიანსს, რომელიც მოიცავს 29 ქვეყანას.