მთავარიპოლიტიკა

„თუ ჩვენ ვერ მივაღწევთ შეთანხმებას აზერბაიჯანის ელიტასთან, მაშინ აზერბაიჯანელ ხალხთან პირდაპირ დიალოგზე გადავალთ“: ფაშინიანი „ემუქრება“ ალიევს -EADAYLI.COM

სომხეთის საგარეო პოლიტიკა  ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით ემყარება მშვიდობიან მიდგომებს. ამის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა რესპუბლიკის პარლამენტში მთავრობის საათის მსვლელობისას . ამის შესახებ ინფორმაცის ავრცელებს საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „EADAYLI.COM“.

მან სინანული გამოთქვა, რომ სომხეთისგან განსხვავებით, აზერბაიჯანის მიდგომები ემყარება ძირითადად მილიტარისტულ განცხადებებს. პაშინიანის თქმით, ბაქოს აგრესიული განცხადებების მთავარი მიზანი არის სომხეთის და მთიანი ყარაბაღის საზოგადოების დაშინება. ამასთან დაკავშირებით, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ  „სომეხ ხალხს არ აქვს ჩვევა და კულტურა პრობლემებს შიშით მუდგეს, განსაკუთრებით ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებულ საკითხზე“.

„ჩემი ზარი არ შეცვლილა. მე აზერბაიჯანის პრეზიდენტს მოვუწოდებ დაიკავონ კონსტრუქციული პოზიცია და საჯაროდ დაეთანხმონ ჩემს მიერ შემოთავაზებულ ფორმულას, რომლის თანახმად, კონფლიქტის მოგვარება მისაღები უნდა იყოს სომხეთის, მთიანი ყარაბაღისა და აზერბაიჯანის ხალხებისთვის. სხვა გზა არ არსებობს“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა.

ამავე დროს, მან არ გამორიცხა იმის შესაძლებლობა, რომ თუ სომხეთის ხელისუფლება ვერ მიაღწევს შეთანხმებას აზერბაიჯანის პოლიტიკურ ელიტასთან, ერევანი დაიწყებს დიალოგის წარმოებას უშუალოდ აზერბაიჯანელ ხალხთან.

„თანამედროვე ტექნოლოგიები საინტერესო შესაძლებლობას იძლევა უშუალოდ ვესაუბროთ  აზერბაიჯანელ ხალხს. ყარაბაღის პრობლემა ელიტისთვის შეიძლება იყოს არა მხოლოდ ეროვნული უსაფრთხოების საკითხი, არამედ ძალაუფლებისა და ქონების შენარჩუნების საკითხიც.მაგრამ ხალხებისთვის, მას გაცილებით ფართო კონტექსტი აქვს. მე არასოდეს გამოვრიცხავ, რომ თუ დიალოგი არსებულ პოლიტიკურ ელიტასთან (აზერბაიჯანთან) არ შედგება, მაშინ არ გამოვრიცხავ  აზერბაიჯანელებთან ღია დიალოგის წამოწყებას. ეს შესაძლებლობა ყოველთვის იქნება ჩვენს დღის წესრიგში“- დაასრულა ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის,  ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების ირგვლივ შედგა რამდენიმე  არაოფიციალური მოლაპარაკება და ერთი ოფიციალური შეხვედრა გაიმართა 2019 წლის 29 მარტს, ვენაში. ამიერკავკასიის ორი რესპუბლიკის ლიდერებმა, ავსტრიის დედაქალაქში მოლაპარაკების შედეგების შემდეგ, ხაზგასმით აღნიშნეს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მისაღწევად საჭიროა ხელსაყრელი ატმოსფეროს შექმნა და ამ მიმართულებით “მნიშვნელოვანი  ნაბიჯების გადადგმა”. მიღწეული იქნა შეთანხმება სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ არაერთი ჰუმანიტარული ღონისძიების ჩატარების შესახებაც.

ალიევმა და ფაშინიანმა ასევე გამართეს მოკლე შეხვედრა 2020 წლის 15 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში. საუბრის დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის ლიდერებმა მონაწილეობა მიიღეს 45 წუთიან დებატებზე ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში.  ეს იყო ყარაბაღის კონფლიქტის პირველი ღია დებატი მსგავსი ფორმატით.

ნახეთ მეტი
Back to top button