საერთაშორისო

სააკაშვილი უკრაინის საჯარო მოხელეა და საქართველოს საქმეებში არ უნდა ერეოდეს – მდინარაძე


მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საჯარო მოხელეა და სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესში არ უნდა ერეოდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარეაძემ უკრაინის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მდინარაძე ამბობს, რომ იგორ დოლგოვს სწორედ ამ თემაზე ესაუბრა. მისი შეფასებით, ელჩს ადეკვატური
რეაქცია ჰქონდა.

იყო ჩემი მხრიდან იმაზე საუბარი, მათ შორის უკრაინის ელჩთან, რომ არსებობს მათ ქვეყანაში ადამიანი, ჩვენს მეგობარ ქვეყანაშიმ ხაზგასმით ვამბობ, ადამიანი, რომელიც არღვევს დაწერილ და დაუწერელ წესებს. იმიტომ, რომ კონკრეტული თანამდებობის პირი, საჯარო მოხელე, ვერ და არ უნდა ერეოდეს სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში, წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით და ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით მისი რეაქცია ადეკვატური იყო. ვერცერთ დიპლომატს, ვერცერთ პოლიტიკოსს, ვერცერთ წარმომადგენელს ჩვენი მეგობარი ქვეყნისა, განსხვავებული აზრი ამასთან დაკავშირებით ვერ ექნება – ამბობს მამუკა მდინარაძე.

ნახეთ მეტი
Back to top button