პოლიტიკა

”საქართველო შეერთებული შტატების ერთგული მოკავშირეა”. გახარიას სატელეფონო საუბარი ჰქონდა ამერიკელ სენატორთან

,,არცახპრესი“ წერს, რომ Tert.am იუწყება: საუბრის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს კონგრესს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის გადამწყვეტი მხარდაჭერისთვის.
”მე ვესაუბრე სენატორ დევიდ პერდიუს ჩვენს ორ დიდ ერს შორის პარტნიორობის და  მჭიდრო თანამშრომლობის  მზარდი დინამიკის შესახებ, რაც აქამდე არასდროს ყოფილა ამაზე ძლიერი. საქართველო შეერთებული შტატების ერთგული მოკავშირეა. ჩვენ ვაფასებთ კონგრესის მკაფიო მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”,- აღნიშნა მან.
უნდა აღინიშნოს, რომ დევიდ პერდიუ რესპუბლიკელი სენატორია აშშ-ის შტატ ჯორჯიადან.

ნახეთ მეტი
Back to top button