
როგორც Lragir.am წერს,
პროექტი «EU NEIGHBOURS east» კომპანია ACT– თან ერთად საზოგადოებრივი აზრის შესწავლას ახდენს აღმოსავლური პარტნიორობის ექვს ქვეყანაში (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა).
2020 წ. კვლევის შედეგების მიხედვით:
სომხების 53% -ს პოზიტიური შეხედულება აქვთ ევროკავშირის (EU) მიმართ, 2016 წელს კის ეს მაჩვენებელი 44% -ს ადგენდა. ევროკავშირის მიმართ უარყოფითი შეხედულება გამოთქვა მოქალაქეთა 9 %-მა.
სომეხთა 86% -ი (10% -ით მეტი, ვიდრე 2016 წელს)ევროკავშირთან ურთიერთობებს დადებითად აფასებს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება EaP- ს საშუალო რეგიონულ მაჩვენებელს (70%).
სომხეთის მოსახლეობის 60% ენდობა ევროკავშირს, ხოლო 51% ენდობა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს (EAEU).
სომეხთა 65% ინფორმირებულია ევროკავშირის მიერ ქვეყნისადმი გაწეული ფინანსური დახმარების შესახებ, ხოლო მოქალაქეების 80%, რომლებმაც ამ დახმარების შესახებ იციან, ეს დახმარება მიზანშეწონილად მიაჩნიათ.
ყოველწლიური კვლევის მიზანია უკეთესად გააცნობიეროს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოქალაქეების შეხედულებები და ინფორმირებულობის დონე.
გამოკითხვა მოიცავდა შემდეგ საკითხებს:
- ევროკავშირის ზოგადი აღქმა;
- ევროკავშირთან დაკავშირებული ღირებულებები;
- ევროკავშირის ურთიერთობების შეფასება საკუთარ ქვეყანასთან;
- ინფორმირება ევროკავშირის ფინანსური დახმარებისა და მისი ეფექტურობის შესახებ;
- ინფორმაციის წყაროები;
- ქვეყნის შეფასება და სამომავლო მოლოდინი;
კვლევა (საველე სამუშაოები) ჩატარდა 2020 წლის თებერვალ-მარტში (COVID19 კრიზისის დაწყებამდე) და დაფუძნებულია თითოეული ქვეყნის 1000 მოქალაქესთან პირისპირ ინტერვიუებზე.