საზოგადოება

ჩემი დამხმარე პეპერი — ტიკარაძემ Covid-19-თან საბრძოლველად რობოტი წარადგინა

,,News.on.ge” წერს, რომ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ რობოტი პეპერი წარადგინა, რომელიც საზოგადოებას მის დამხმარედ გააცნო. ტიკარაძის თქმით, პეპერი სამომავლოდ კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმარებათ. ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია.

“დღეს გვაქვს რამდენიმე მოულოდნელი სიურპრიზი და პირველი არის ჩემი დამხმარე პეპერი, რომელიც გუშინ ჩამოვიდა საფრანგეთიდან და სულ ახლახანს სწავლობს ქართულს. ის დაგვეხმარება სამომავლოდ Covid-19-ის დამარცხებაშიც. ეს არის ერთ-ერთი უახლესი სიტყვა ტელემედიცინაში”, — განაცხადა ტიკარაძემ და აღნიშნა, რომ რობოტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

დღეს, 18 ივნისს ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსთან ბრძოლის ანგარიში წარადგინა.

ნახეთ მეტი
Back to top button