მთავარისაზოგადოება

665 შემთხვევა ერთ დღეში. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 18698 გახდა

”სპუტნიკი -სომხეთი“ წერს, რომ ბოლო დღის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა 665-ით და მიაღწია 18698-ს. ინფორმაციას გვაწვდის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი.
ცენტრის ცნობით, ამჟამად ფაქტიურად მკურნალობს 10,728 ადამიანი, 89992 ტესტირებაა ჩატარებული, ხოლო ინფიცირებულთაგან 7560 გამოჯანმრთელდა (+746). გარდაიცვალა 309 (+7). სხვა მიზეზების გამო, დაღუპულთა საერთო რიცხვია 99 (+3).

17 ივნისის მდგომარეობით, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 18033 იყო.
შეგახსენებთ, რომ 16 მარტიდან სომხეთში საგანგებო მდგომარეობაა, რომელიც სამჯერ გაგრძელდა მთავრობის გადაწყვეტილებით და გაგრძელდება 13 ივლისის 17:00 საათამდე.

გახანგრძლივებულმა საგანგებო მდგომარეობამ გარკვეული ცვლილებები განიცადა. დაშვებულია მრავალი ეკონომიკური საქმიანობა, მაგრამ დადგენილია სავალდებულო მოთხოვნები.
სომხეთში 18 მაისიდან ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მაგრამ მგზავრებს და მძღოლს უნდა ეცვათ დამცავი ნიღაბი და ხელთათმანები.
საგანგებო მდგომარეობის დროს გამოყენებულ რეგულაციებში ცვლილებები და დამატებები ძალაში 4 ივნისიდან შევიდა. დღეიდან სავალდებულოა ნიღბის ტარება ყველა საჯარო ღია სივრცეში. მხოლოდ 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, ველოსიპედისტებსა და მოვარჯიშეებს შეუძლიათ არ ატარონ ნიღბები საზოგადოებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button