
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შეეხო საერთაშორისო რეაგირებას სომხეთში ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ. მან აღნიშნა, რომ 30 წლის განმავლობაში სომხეთზე ამბობდნენ, რომ ებრძოდა კორუფციას, საარჩევნო მოსყიდვას და საარჩევნო თაღლითობებს და ახლა, როდესაც ნამდვილი ბრძოლა დაიწყო, გვეკითხებიან თუ რატომ ვახდენთ ოპოზიციაზე ზეწოლას? ”30 წლის წინანდელი კორუპციონერები ახლა ოპოზიციაში არიან. რა კარგია, ესე იგი გამოდის, რომ რადგანაც ისინი ოპოზიციაში არიან ხმა არ უნდა ამოვიღოთ“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა.
17 ივნისს, ევროპის სახალხო პარტიის ლიდერმა დონალდ ტუსკმა Twitter- ის მიკრობლოკში EPP აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერების შეხვედრისას შეეხო სომხეთს, სადაც აღნიშნა, რომ “EPP შეშფოთებულია სომხეთში დემოკრატიული რეგრესიის მრავალი მაგალითით და მოუწოდებს სომხეთის ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ოპოზიციის ზეწოლისგან”.