
როგორც „არმენპრესი“ წერს, ბოლო ორი წლის განმავლობაში, სომხეთის მთავრობამ განახორციელა ბევრი ღონისძიება კანონის უზენაესობისა და მთავრობის პასუხისმგებლობის საფუძველზე დამყარებული ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუების შექმნის მიზნით. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ვიდეო კონფერენციაზე.
„კორუფციასთან ბრძოლა და სასამართლო ხელისუფლების გარდაქმნა ჩვენი დღის წესრიგშია. ამასთან, ჩვენ შევეჯახეთ ყოფილი ოლიგოპოლიებისა და კორუმპირებული წრეების ძლიერ წინააღმდეგობას. მათ წინააღმდეგობას, ვისაც შიში აქვთ უკანონოდ შეძენილი ქონების დაკარგვის. მედიის მანიპულირებას, ავრცელებენ ყალბ ჭორებს მთავრობისადმი უნდობლობას თესავენ და ძირეულად აზიანებენ კორონავირუსის ეპიდემიის საწინააღმდეგო ძალისხმევას.
მიუხედავად ყველა ამ წინააღმდეგობისა, ჩვენ მტკიცედ გავაგრძელებთ რეფორმებს იმისთვის, რომ დემოკრატია შეუქცევადი გახდეს სომხეთში ”, – თქვა პრემიერ მინისტრმა ფაშინიანმა.