მთავარიპოლიტიკა

სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა. რობერტ ქოჩარიანს გირაოთი გაათავისუფლებენ

,,News.am” წერს, რომ სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა სომხეთის მეორე პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ადვოკატების საჩივარი. გადაწყვეტილება გამოაცხადა მოსამართლე არსენ ნიკოღოსიანმა, რომელიც მართავდა პროცესს. რობერტ ქოჩარიანი 2 მილიარდი დრამის გირაოს საანცვლოდ გათავისუფლდება.

შეგახსენებთ, რომ მანამდე, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის სამი შუამდგომლობა პირადი გარანტიით გათავისუფლების, გირაოთი გათავისუფლების, კოროვირუსული ინფექციის გამო აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ.
სასამართლომ სამ მოსმენაზე მოისმინა დაცვის, ბრალდების და დაზარალებულის არგუმენტები.
,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ პროკურატურა საკასაციო სასამართლოში გაასაჩივრებს რობერტ ქოჩარიანის განთავისუფლების შესახებ სააპელაციო სისხლის სამართლის სასამართლოს მოსამართლის არსენ ნიკოღოსიანის გადაწყვეტილებას.

პროკურატურის ცნობით, იმავე სააპელაციო სასამართლომ განაცხადა, რომ რობერტ ქოჩარიანს, თავისუფლებაში ყოფნით, შეეძლო ხელის შეეშლა გამოძიებისთვის. პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, არევიკ ხაჩატრიანმა ,,სპუტნიკი სომხეთი“-ს განუცხადა, რომ ქოჩარიანის განთავისუფლება სარისკოდ ითვლებოდა არა მხოლოდ პროკურატურის, არამედ სააპელაციო სასამართლოების მიერ.

შეგახსენებთ, რომ სრ მეორე პრეზიდენტს ბრალდება წარედგინა 2008 წლის 1 მარტის საპროტესტო აქციის დარბევის დროს საკონსტიტუციო წესრიგის დარღვევისთვის. იგი მის წინააღმდეგ ბრალდებას პოლიტიკურ დევნად მიიჩნევს. 2018 წელს ქოჩარიანი ორჯერ დააკავეს. იგი მესამედ დააპატიმრეს 2019 წლის ივნისის ბოლოს. სრ მეორე პრეზიდენტს ასევე ბრალი ედება ქრთამის აღებაშიც.

ნახეთ მეტი
Back to top button