მთავარისაზოგადოება

სამედიცინო აღჭურვილობით დატვირთული პოლონური თვითმფრინავი სომხეთში ჩამოვა

19 ივნისს პოლონეთის ვროცლავის სამხედრო აეროპორტიდან პოლონეთის ჰუმანიტარული დახმარების სამედიცინო დახმარებით დატვირთული თვითმფრინავი სომხეთში გამოემგზავრა. ინფორმაციას გვაწვდის პოლონეთში სომხეთის საელჩო.

„ 20 000 სამედიცინო ნიღაბი, 2400 სახის დამცველი ფარი და 2700 ლიტრი სადეზინფექციო სითხე  პოლონეთის ჰუმანიტარული დახმარების სახელმწიფო ფონდმა გამოუგზავნა  სომხეთის  ჯანდაცვის სამინისტროს ჰუმანიტარული დახმარების ცენტრს. აეროპორტში ბარგის გამოგზავნისას  იმყოფებოდნენ პოლონეთში სომხეთის ელჩი სამველ მკრტჩიანი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პაველ იაბლონსკი, მაღალი რანგის დიპლომატები, სოლიდარობის ფონდის წარმომადგენლები და ჟურნალისტები“,- ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button