საზოგადოება

სამედიცინო პერსონალის გარდა, ლიტვა სომხეთში გამოგზავნის ტესტებსა და სამედიცინო მასალებს

,,სპუტნიკი სომხეთი“  წერს, რომ ლიტვაში სრ საელჩოს ინფორმაციით, დღეს ლიტვის ქალაქ შიაულაის აეროპორტში  ლიტვის მთავრობის მიერ სომხეთში გასაგზავნი სამედიცინო პერსონალი და სამედიცინო დახმარება გამოაცილეს სომხეთში.

8 სამედიცინო მუშაკისა და 3 სპეციალისტის გარდა, სომხეთში გაიგზავნა, ასევე 30,000 კოროვირუსული ტესტი და 60,000 ეგზემპლარი საცდელი ნიმუშის ტარა, აგრეთვე ლიტვური წარმოების 20,000 ცალი საჰაერო ფილტრი.

”ლიტვა ძალიან ამაყობს, რომ შეძლო დაეხმაროს სომხეთს ამ რთულ პერიოდში. სამედიცინო პერსონალთან ერთად სომხეთში მიემგზავრება სამი სპეციალისტი,  რომლებიც კორონავირუსის კრიზისის პირველივე დღიდან მუშაობდნენ საკოორდინაციო შტაბში და დიდი წვლილი შეიტანეს ლიტვაში ეპიდემიის შემცირებაში”,- აღნიშნა ლიტვის ჯანდაცვის მინისტრმა აურელიუს ვერიგამ.
სიტყვით გამოსვლისას, ლიტვაში სრ ელჩმა ტიგრან მკრტჩიანმა მადლობა გადაუხადა ლიტვის მთავრობას და ყველა დაინტერესებულ სააგენტოს, აღნიშნა, რომ ლიტვა პირველი იყო, ვინც გამოეხმაურა სომხეთში სამედიცინო პერსონალის გაგზავნის მოწოდებას და იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც მეორედ უზრუნველყო სახელმწიფო მხარდაჭერა.

ელჩმა აღნიშნა, რომ ლიტვა აგზავნის არა მხოლოდ დიდი ღირებულების სამედიცინო მასალებს, არამედ ყველაზე ძვირფას კაპიტალსაც – ადამიანურ რესურსს.
შეგახსენებთ, რომ ამ პერიოდში სომხეთში ექიმები ჩამოვიდნენ საფრანგეთიდან და, სავარაუდოდ,  50-ზე მეტი ექიმი ჩამოვა რუსეთიდან.

მანამდე, ჯანდაცვის სამინისტრომ საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვა, დიპლომატიურ კორპუსთან ერთად განეხილათ სომხეთის მხარდაჭერის შესაძლებლობა, მათ შორის, კორონავირუსთან ბრძოლაში. ლიტვამ და საქართველომ უკვე განაცხადეს, რომ აპირებენ ექიმების გაგზავნას სომხეთში. ადრე ჩინეთმა და რუსეთმა სომხეთს დახმარება გაუწიეს სამედიცინო და სავენტილაციო აღჭურვილობის სახით. გარდა ამისა, 7 აპრილიდან რუსეთის უახლესი დიაგნოსტიკური ლაბორატორია ტესტირებას ახორციელებს სომხეთში.

ნახეთ მეტი
Back to top button