მთავარიპოლიტიკა

სერბეთიდან ერევანში ჩამოფრინდა სამედიცინო ნივთებით და აღჭურვილობით დატვირთული პირველი თვითმფრინავი

,,არმენპრესი“ წერს, რომ Air Serbia- ის სპეციალური რეისით სერბეთიდან ერევანში ჩამოვიდა ჰუმანიტარული დახმარება – სამედიცინო აღჭურვილობით და მოწყობილობებით დატვირთული პირველი თვითმფრინავი, დღეს კი მეორე ჩამოვა. კოროვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში სერბეთის მიერ სომხეთისთვის ფართომასშტაბიანი დახმარების გაწევის შესახებ შეთანხმება მიღწეული იქნა სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარგსიანსა და სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრე ვუაჩს შორის სატელეფონო საუბრების შედეგად.

 პრეზიდენტები შეეხნენ კორონავირუსთან დაკავშირებულ ვითარებას, რომლის დროსაც სერბეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მზად არის მხარი დაუჭიროს სომხეთს. პრეზიდენტმა სარგსიანმა სერბულ მხარეს გადასცა სრ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მიერ მოწოდებული აუცილებელი ნივთების სია.
ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად, სერბეთი სომხეთს გადასცემს 10 ხელოვნურ სუნთქვის მოწყობილობას, ავადმყოფის მდგომარეობის კონტროლის განმახორციელებელ 10 მონიტორს, 500000 ქირურგიულ და 100000 სასუნთქ რესპირატორს, 25000 დამცველ სათვალეს, 25000 სამედიცინო დამცავ ფორმას და სხვა საჭირო ნივთებს.

”სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ არმენ სარგსიანთან სატელეფონო საუბარში, სერბეთის პრეზიდენტმა დახმარება შესთავაზა. გუშინ ჰუმანიტარული დახმარებით პირველი თვითმფრინავი ჩამოვიდა”, – განუცხადა ჟურნალისტებს რესპუბლიკის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა, ემილ ტარასიანმა. მეორე თვითმფრინავი ხვალ ჩამოვა, ისევ სამედიცინო ინვენტარითა და აღჭურვილობით. ამ დახმარებას, უპირველესი დანიშნულება აქვს სომხეთის ჯანდაცვის სისტემისათვის. ალექსანდრე ვუჩიჩთან სატელეფონო საუბრის დროს რესპუბლიკის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სერბეთის პრეზიდენტს და სერბ ხალხს ჩვენი ქვეყნის დახმარებისთვის.

ემილ ტარასიანმა დაამატა, რომ პრეზიდენტი სარგსიანი აგრძელებს პარტნიორული და პირადი კავშირების გამოყენებას სომხეთისათვის ახალი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. რესპუბლიკის პრეზიდენტის აპარატი კი მუდმივ კავშირშია სამთავრობო სექტორთან, ჯანდაცვის სამინისტროდან ხდება საჭირო აღჭურვილობისა და სახსრების ნუსხის  რეგულარული განახლება.
”მხარდაჭერის ეს შეთავაზება გაკეთდა კვირების წინ, როდესაც ჩვენი ქვეყნების პრეზიდენტებს სატელეფონო საუბარი ჰქონდათ. მათ აქვთ ძალიან თბილი, ახლო ურთიერთობა და მიხარია, რომ ჩვენ უკვე გვაქვს შედეგი, – აღნიშნა სომხეთის რესპუბლიკაში სერბეთის დელეგაციის რწმუნებულმა ტატიანა ცვეტკოვიჩმა. ვფიქრობ, ეს მხარდაჭერა სასარგებლო იქნება სომხეთისთვის”.

ნახეთ მეტი
Back to top button