მთავარისაზოგადოება

სულ მალე 6000 ნიღაბი საქართველოდან სომხეთში ჩამოვა

პლატფორმა  „ალიქ  მედიას“   მთავარმა  რედაქტორმა არსენ ხარატიანმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე  აღნიშნა, რომ

„ბოლო ერთი დღის განმავლობაში   ინციატივა “ერთი ნიღაბი – ერთი სიცოცხლე” -ს ფარგლებში შეგროვებული ფულით, დღეს ჩვენმა კოლეგებმა 6000 ნიღაბი იყიდეს, რომლებიც ხვალ,  ერევანში იქნება და   მიეწოდება ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს.

დიდი მადლობა ინიციატივის ორგანიზატორებს და ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო თანხის შეგროვებაში.  განუზომელია თითოეული თქვენთაგანის წვლილი  (1-დან 500 ლარამდე). დარწმუნებული იყავით, რომ თქვენს მიერ გაგზავნილი ნიღბები გამოყენებული იქნება დანიშნულებისდამიხედვით”, -წერს ხარატიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button