
როგორც „არმენპრესი“ წერს, ჯივან ავეტისიანის ფილმი “სამოთხის კარიბჭე”, რომელიც მოგვითხრობს 2016 წლის მთიანი ყარაბაღის აპრილის ომზე, წარდგენილი იქნება ერთ-ერთ უდიდეს კინობაზარზე. ამის შესახებ იტყობინება სომხეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის „ფეისბუქის“ გვერდი. “სამოთხის კარიბჭის” პრემიერა სომხეთში 2019 წლის ოქტომბერში ჩატარდა.
ფილმი, სომხეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, ლიტვის, გერმანიის, საფრანგეთის, ჩეხეთის რესპუბლიკისა და ბულგარეთის ერთობლივი წარმოებაა, ფილმა დაიმსახურა იმ კინორეჟისორებისა და სცენარისტებმის მოწონება, რომლების ჟიურიში იყვნენ. ფილმი დაამატეს კინობაზარზე წარდგენილ 17 ღირებულ ნამუშევარს. ჯ. ავეტისიანის თქმით, ფილმის წარმატების საიდუმლო არის ცნობილ კინორეჟისორებთან თანამშრომლობა, რაც ფართო ჰორიზონტს ხსნის საერთაშორისო ასპარეზზე გასვლისთვის და სხვადასხვა ფორმატებში არცახისა (მთიანი ყარაბაღი. რედ.) და სომხეთის მსოფლიოს წინაშე წარსადგენად. ამის დადასტურებაა რამდენიმე დღის წინ, ძალიან ცნობილ ფრანგულ საერთაშორისო ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულება ფილმ “სამოთხის კარიბჭე”-ს ჩვენებისათვის.