მთავარიპოლიტიკა

ერები, რომლებსაც მშვიდობის ფესვები აქვთ გადგმული: Christian Science Monitor- ის მიმოხილვა სომხეთის დემოკრატიის შესახებ

სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოებისადმი  თავისებურმა მიდგომამ და ხავერდოვანი რევოლუციის მიერ აღმოცენებულმა  მშვიდობის კვირტებმა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების ყურადღება მიიპყრეს.  Christian Science Monitor-ი ვრცელი სტატიით შეეხო სომხეთის პოზიციებს  გლობალური მშვიდობის ინდექსში.

„მსოფლიოს ქვეყნების ნახევარზე მეტს აქვს უფრო დაბალი მკვლელობის მაჩვენებელი, ვიდრე ეს ჰქონდა 12 წლის წინ, ხოლო ნახევარზე მეტმა შეამცირა სამხედრო ხარჯები. ტერორიზმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შემცირდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ამასთან, არეულობები და ზოგადად გაფიცვები მსოფლიოში იმპულსური გახდა. შარშან 96 ქვეყანაში მინიმუმ ერთი ძალადობრივი პროტესტი მოხდა. სომხეთის წინსვლა ძირითადად უკავშირდება 2018 წლის არაძალადობრივ, ხავერდოვან რევოლუციას. ქვეყანამ აღადგინა დემოკრატია, შემდეგ კი პრემიერ – მინისტრად აირჩია რეფორმისტი  ჟურნალისტი ნიკოლ ფაშინიანი. ის ისეთი ლიდერია, რომელიც  ამბობს:  „მე მჯერა, რომ ჩვენი მოქალაქეები თავიანთი მოქმედებით  მთებს გადადგამენ“. ამასთან, მისი მთავარი ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოების კონცეფციის გაფართოებასა და ტრანსფორმირებაზე“,- იუწყება Christian Science Monitor

სარედაქციო საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ნიკოლ ფაშინიანი უსაფრთხოებას სამხედრო პრიზმაში არხედავს,  ამის ნაცვლად, იგი უსაფრთხოებას  განიხილავს კორუფციის აღმოფხვრის, კანონის უზენაესობის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფორმირების, სომხეთის ეკონომიკისა და სავაჭრო ურთიერთობების დივერსიფიკაციის თვალსაზრისით. ერთ-ერთი  მაჩვენებლის თანახმად, პატიმრობის დონე ქვეყანაში რევოლუციის შემდეგ მესამედით შემცირდა. ფაშინიანი ასევე შეეცადა შეემცირებინა  შეტაკებები აზერბაიჯანთან.  სტატიაში მოხსენიებულია 2016 წლის აპრილის ომი და აღინიშნება, რომ მოლაპარაკებებმა, რომლებიც ფაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე იქნა დაწყებული, შეაჩერეს ძალადობა და მშვიდობიანი მოგვარების იმედი წარმოშვეს.

ბატონი ფაშინიანი  ამ პროგრესს მიაწერს  2018 წლის რევოლუციის დროს ჩვენი ხალხის კოლექტიური ცნობიერების  გაღვიძებას.  ევრაზიის რეგიონში ხშირად ჰყავთ ლიდერები, რომლებიც დემოკრატიას მიიჩნევენ  ეროვნული უსაფრთხოების საშიშროებად, ხოლო სომხეთში დემოკრატიის აღორძინებამ გააუმჯობესა მისი უსაფრთხოება. მან ასევე გაზარდა ქვეყნის რეიტინგი თავისუფლებისა და კორუფციის  გლობალურ რეიტინგში ორ დონეზე.  მშვიდობა არის დადებითი ძალა, რომლის გაზომვაც შესაძლებელია. როდესაც მთელი ერი დგება ფეხზე, რომ მიიღოს ის , მსოფლიო აღნიშნავს –  “კიდევ ერთი მთა გადადგეს”, – ნათქვამია სტატიაში.

ნახეთ მეტი
Back to top button