მთავარიპოლიტიკა

სომხეთის პრეზიდენტმა თქვა ისეთი რამ, რაც არც ერთ სხვა სახელმწიფოს მეთაურს არ უთქვამს: La Repubblica

ავტორიტეტულმა იტალიურმა გაზეთმა  La Repubblica 16 ივნისის  ნომერში გამოაქვეყნა  სტატია  სათაურით  “მომავლის სადგური”,  სადაც ავტორი  შეეხო კოროვირუსის გავრცელების გამო საზოგადოების  მიმართ დაწესებულ  ახალ ცხოვრების წესს, გამოწვევებსა და სირთულეებს. მან ამ კონტექსტში წარმოადგინა სომხეთის პრეზიდენტის არმენ სარგსიანის მოსაზრება. ამის შესახებ “არმენპრესს“  აცნობეს სომხეთის პრეზიდენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებიდან.

ავტორი რიკარდო ლუნა წერს, რომ მსოფლიო ელოდება ეკონომიკურ კრიზისს  და საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფებისთვის დასახმარებლად    მთავრობები შეიმუშავებენ საპენსიო  და  სადახმარებლო სისტემებს.  იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ უმწეონი ვართ“ , – წერს ავტორი  და დასძენს, რომ შექმნილი ვითარების შესახებ მასზე  შთაბეჭდილება მოახდინა სომხეთის პრეზიდენტის არმენ სარგსიანის სიტყვებმა  .

“სომხეთის პრეზიდენტი ყოფილი ფიზიკოსია. ახალგაზრდობის წლებში ის იყო ერთ-ერთი იმ პროგრამისტთაგანი, რომელთა წყალობითაც თამაშმა  „tetris“  საერთაშორისო წარმატება მოიპოვა.  შემდეგ, მრავალი წლის განმავლობაში, იგი იყო სომხეთის ელჩი ლონდონში,  ბოლოს კი  იგი გახდა კავკასიის პატარა, მაგრამ მდგრადი ეკონომიკის მქონე  სახელმწიფოს, სომხეთის პრეზიდენტი.  

არმენ სარგსიანი ამბობს, რომ ეს კრიზისი მომავლის დამაჩქარებელია, რომ სახელმწიფო ციფრულმა მმართველობამ შეიძლება შეცვალოს ქვეყნის ქცევა, მაგალითად, დისტანციური სწავლება და ჯანდაცვა უფრო და უფრო მოთხოვნადი გახდება, რომ ჩვენ არ უნდა შევანელოთ  კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაც. სომხეთის პრეზიდენტმა თქვა ის, რაც  არცერთ სახელმწიფოს მეთაურს  არ უთქვამს. ეს სიტყვები ზუსტად საპირისპიროა „შენ უმწეო ხარ“ გამოთქმისა.

ეს ფრაზა შეიძლება ასეც გავიგოთ „თქვენ შეგიძლაით დაიწყოთ ცურვა. არმენ სარგსიანის აზრით ახლა მთავრობები უნდა დაკავდნენ ახალი სამუშაო ადგილების შექმნით და არა სასიკვდილოდ განწირული საწარმოების სუბსიდირებით. სტარტაფები, მაგრამ არა მხოლოდ ეს -ახალი საწარმოებიც.  ჩვენ საქმეზე უნდა გადავიდეთ – უკან დავახევინოთ ღრუბლებს“.  

ნახეთ მეტი
Back to top button
Close