მთავარისაზოგადოება

კიმ კარდაშიანმა თავის პოდკასტში ისაუბრა მართლმსაჯულების შესახებ

,,News.am“ წერს, რომ რეალითი შოუს ვარსკვლავი, კოსმეტიკური ბრენდის მფლობელი და ახლახან ასევე იურისტი კიმ კარდაშიანი Spotify-ში გამოაქვეყნებს საკუთარ პოდკასტს. იგი მიეძღვნება სისხლის მართლმსაჯულებას. სწორედ ამ სფეროშია სპეციალიზირებული კიმი, რომელიც მალე აპირებს ადვოკატის დიპლომის მიღებას.



კიმი ლორი როტშილდ ანსალდთან ერთად გამოვა როგორც თანაპროდიუსერი და წამყვანი. გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერ არ გამოცხადებულა.



კიმი ახლა აქტიურად თანამშრომლობს არაკომერციულ ორგანიზაციასთან The Innocence Project- ით, რომელიც სამართლიანობას ეძებს  უსამართლოდ მსჯავრდებულთათვის. მას უკვე რამდენიმე გამარჯვებული საქმე აქვს. გარდა ამისა, კარდაშიანმა მონაწილეობა მიიღო მართლმსაჯულების შესახებ დოკუმენტური ფილმის „Kim Kardashian West: The Justice Project” გადაღებაში. კიმი ასევე აპირებს ადვოკატის  გამოცდის ჩაბარებას კალიფორნიაში.

ნახეთ მეტი
Back to top button