კულტურამთავარი

მადლობას ვუხდი ყველა ჩემს მხარდამჭერს. მარიანა გევორგიანი WORLD FOLK VISION კონკურს-ფესტივალის ფინალში

,,არმენპრესი“ წერს, რომ ქანონისტი მარიანა გევორგიანი გავიდა პრესტიჟული WORLD FOLK VISION კონკურსის ბოლო ეტაპში.
“არმენპრეს”-ის კორესპონდენტთან საუბარში მუსიკოსმა აღნიშნა, რომ მადლობას უხდის ყველას, ვინც მას მხარს უჭერდა ონლაინ ხმით.
კონკურსის ორგანიზატორებმა მიულოცეს მარიანას, აღნიშნეს, რომ ის არის ნიჭიერი ადამიანი, რომელმაც თავი ხელოვნებას მიუძღვნა. თავისი უნიკალური ოსტატობით, არტისტული პროფესიონალიზმით და საინტერესო შესრულებით მოხიბლა კონკურს-ფესტივალების გულშემატკივრები და ტელემაყურებლები.  ორგანიზატორების აზრით, მარიანა თავისი  ხელოვნებით ხელს უწყობს სომხური კულტურის შენარჩუნებას და წარმოდგენას.

მსახიობმა აღნიშნა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 151 ქვეყნიდან 16 მილიონზე მეტმა ადამიანმა. ფინალისთვის ხმის მიცემა დაიწყება 18 ივნისს და გაგრძელდება 28 ივნისამდე. მუსიკოსმა აღნიშნა, რომ მას მხარდაჭერა სჭირდება სახელმწიფო დონეზე.
მარიანა გევორგიანის სასარგებლოდ ხმის მისაცემად აუცილებელია შეხვიდეთ WORLD FOLK VISION ვებგვერდზე, დარეგისტრირდეთ და ათი ქულა მისცეთ სომხეთის სასარგებლოდ.
კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება შეგიძლიათ ბმულით.

ონლაინ პლატფორმაზე კონკურსში მონაწილეობისას, მარიანამ წარმოადგინა ეროვნული ინსტრუმენტი ქანონი, შეასრულა საიათ-ნოვას ნაწარმოები “ეშხემედი”. არჩევნები ერთი თვე გაგრძელდა. კონკურსში მონაწილეობდა 115 ქვეყნის წარმომადგენელი, მაგრამ 60 ქვეყნის 3,950 მონაწილედან 180-ი გავიდა ნახევარფინალში. მათ შორისაა ორკესტრები, გუნდები, ინდივიდუალური შემსრულებლები.

”თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს ინსტრუმენტი ქანონი, მაგრამ ამ ქვეყნების არც ერთი წარმომადგენელი არ მონაწილეობს კონკურსში ქანონის ინსტრუმენტით, რაც ძალზე სასიხარულოა. მართალი გითხრათ, მე ძალიან მინდა გამარჯვება”,- აღნიშნა მარიანამ.
მარიანა გევორგიანმა წარჩინებით დაამთავრა ერევნის კომიტასის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, არის რესპუბლიკური და საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების ოქროს მედალოსანი. იგი მუშაობს კომიტასის სახელობის კამერული მუსიკის სახლის უძველესი მუსიკის ანსამბლში “ტაღარან”  (სამხატვრო ხელმძღვანელი: ს. ერკანიანი).

ნახეთ მეტი
Back to top button