მთავარი

აშშ-მ 2,7 მილიონი აშშ დოლარის დახმარება გამოუყო სომხეთს COVID-19- ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით

აშშ-ის სახელმწიფო სამდივნო აგრძელებს COVID-19- ის წინააღმდეგბ რძოლის მიმართულებით  გლობალურ  დახმარებას.  იმ ქვეყნების სიაში, რომლებმაც აშშ-დან დახმარება მიიღეს სომხეთიც არის. როგორც „ამერიკის ხმა“ გადმოსცემს, შეერთებულმა შტატებმა სომხეთს გამოუყო 2,7 მილიონი დოლარის დახმარება.  ამის შესახებ აღნიშნულია COVID-19– ის წინააღმდეგ  გლობალური ძალისხმევის შესახებ სახელმწიფო სამდივნოს პრეს-სამსახურის განცხადებაში.  

 სომხეთს ეს სახსრები გამოეყო რათა მან შესძლოს   ლაბორატორის შესაძლებლობების მაქსიმალური გაძლიერება, მძიმე შემთხვევების მართვა,  მუნიციპალიტეტების დონეზე ქმედებების დაგეგმვა და სხვა.

საერთო ჯამში, ბოლო 20 წლის განმავლობაში, აშშ-ს  სახელმწიფო სამდივნოს განცხადებით, სომხეთისათვის გამოყოფილმა დახმარებამ  გადააჭარბა 1 მილიარდ 57 მილიონ დოლარს, აქედან  106 მილიონი გამოყოფილა იქნა ჯანმრთელობის დაცვის სფეროს საჭიროებებისათვის.

ნახეთ მეტი
Back to top button