მთავარისაზოგადოება

ერევანში სასამართლომ უარი თქვა გაგიკ წარუკიანის დაკავებაზე

ერევნის საერთო  იურისდიქციის სასამართლომ  გუშინ გამართულ სხდომაზე არ დააკმაყოფილა გამომძიებლის შუამდგომლობა  სომხეთის პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერის, ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის გაგიკ წარუკიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებაზე.

წარუკიანი დროებით თვაისუფლებაში იმყოფება, მაგრამ მის წინააღმდეგ საქმე არ დასრულებულა. პარტიის ლიდერს ბრალი ედება სისხლის სამართლის სამი მუხლით.

საქმის მასალების თანახმად, პირველია აზარტული თამაშების სფეროში წარუკიანის კომპანიების უკანონო საქმიანობა, სახელმწიფო ბიუჯეტში არ გადაურიცხავთ დაახლოებით 60 მილიონი აშშ დოლარი.

მეორე შემთხვევა  დაკავშირებულია  2017 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს საარჩევნო  ქრთამის განაწილების სავარაუდო შემთხვევებთან. გამომძიებლების თქმით, სიტყვა ეხება  ასობით მილიონ დოლარს.

მესამე საქმა სადაც წარუკიანის ერთ-ერთმა კომპანიამ უკანონოდ მიითვისა მიწის ნაკვეთი, რითაც  685 ათასი დოლარის ოდენობის ზიანი მიაყენა  სახელმწიფოს. თავად წარუკიანი ხელისუფლების ქმედებებს პოლიტიკურ დევნას უწოდებს.

როგორც გენერალური პროკურორის მრჩეველმა გორ აბრაამიანმა აღნიშნა, გენერალური პროკურატურა აუცილებლად გაასაჩივრებს  გაგიკ წარუკიანთან დაკავშირებულ სასამართლო გადაწყვეტილებას.

მისივე თქმით, გენერალური პროკურატურა თვლის, რომ სასამართლომ უგულებელყო და ადეკვატურად არ შეაფასა  შუამდგომლობაში წარმოდგენილ  მტკიცებულებებსი გაგიკ წარუკიანის პატიმრობაში აყვანასთან დაკავშირებით, იმ რისკებს, რომლებიც შეიძლება  წარმოიშვას ეჭვმიტანილის განთავისუფლების შედეგად, კერძოდ, მისი ფინანსური რესურსების გათვალისწინებით, დოკუმენტების დამალვის ალბათობასთან დაკავშირებით. შესაბამისი ზეწოლა მოახდინოს საქმესთან დაკავშირებულ ადამიანებზე.

„აყვავებული სომხეთი“  მეორე უმსხვილესი ფრაქციაა პარლამენტში მმართველი ბლოკის ”ჩემი ნაბიჯის” შემდეგ. 2018 წლის ხავერდოვანი რევოლუციის დროს, წარუკანის პარტიამ მხარი დაუჭირა საპროტესტო ლიდერს ნიკოლ ფაშინიანს, მხარი დაუჭირა მის  პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურასაც. ამასთან, ამა წლის დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პარტიამ თავი ოპოზიციად გამოაცხადა.

16 ივნისს პარლამენტმა  ხმა  მისცა  წარუკიანის საპარლამენტო იმუნიტეტის ჩამორთმევას და მოიწონა მისი დაპატიმრება.   

ნახეთ მეტი
Back to top button