მთავარისაზოგადოება

“მადლობა ყველა ქართველს, ვინც ჩვენი გასაჭირი გულთან მიიტანა…” – რას ყვება სომეხი ბიზნესმენი, რომელმაც საქართველოს საელჩოსთან მადლობის ნიშნად, ყვავილები მიიტანა

,,ამბები.გე” წერს, რომ ერე­ვან­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს­თან, სო­მეხ­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ყვა­ვი­ლე­ბი მი­ი­ტა­ნეს, რი­თაც მად­ლი­ე­რე­ბა გა­მო­ხა­ტეს COVID-19-თან ბრძო­ლა­ში სა­ქარ­თვე­ლოს­გან მი­ღე­ბუ­ლი დახ­მა­რე­ბის გამო…

“მად­ლო­ბა მოძ­მე სა­ქარ­თვე­ლოს” – ამ სა­ხელ­წო­დე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ოს “ფე­ის­ბუქ­ზე” უამ­რა­ვი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა რო­გორც სო­მეხ, ისე ქარ­თველ ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლებ­ში.

მად­ლო­ბის აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ერევ­ნე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი და სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი, გორ ამა­თუ­ნი გახ­ლდათ, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს­პა­ნეთ­ში ცხოვ­რობ­და და სომ­ხეთ­ში “ხა­ვერ­დო­ვა­ნი რე­ვო­ლუ­ცი­ის” დროს დაბ­რუნ­და.

აქ­ცი­ის იდე­ა­სა და სომ­ხეთ­ში არ­სე­ბულ ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­სა­უბ­როდ, AMBEBI.GE გორ ამა­თუნს ერე­ვან­ში და­უ­კავ­შირ­და:

– გა­ვი­გე, რომ სა­ქარ­თვე­ლო კო­ვიდ-19-თან ბრძო­ლა­ში სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლით გვეხ­მა­რე­ბა, რაც ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და – ეს არის თა­ნად­გო­მა, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ვი­ნა­ხოთ და და­ვა­ფა­სოთ. მე მეტი არა­ფე­რი შე­მიძ­ლია, ამი­ტომ ყვა­ვი­ლე­ბის თა­ი­გუ­ლი მი­ვარ­თვი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს და ასე გა­მოვ­ხა­ტე ჩემი პა­ტი­ვის­ცე­მა სა­ხელ­მწი­ფოს მი­მართ, რო­მე­ლიც ამ მძი­მე ვი­თა­რე­ბა­ში გვერ­დში დაგ­ვიდ­გა…

მე ვა­დევ­ნებ­დი თვალს, თუ რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და ქარ­თველ ხალ­ხს ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში სომ­ხე­თის მი­მართ, ისი­ნი ერ­თსუ­ლო­ვანდ ითხოვ­დნენ, სო­მეხ ხალ­ხს და­ვეხ­მა­რო­თო… მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო თი­თო­ე­ულ ქარ­თველს, ვინც ჩვე­ნი გა­სა­ჭი­რი გულ­თან ახ­ლოს მი­ი­ტა­ნა. სა­ქარ­თვე­ლო ყოვლთვის იყო ჩვე­ნი კე­თილ­მო­სურ­ნე მე­ზო­ბე­ლი, მე­გო­ბა­რი და მო­კე­თე. თუ სა­ქარ­თვე­ლო იქ­ნე­ბა კარ­გად, ჩვენც კარ­გად ვიქ­ნე­ბით.

ჩვენ ბევ­რი რამ სა­ერ­თო გვაქვს, მათ შო­რის თა­ნა­მედ­რო­ვე პრობ­ლე­მე­ბი, თუნ­დაც რუ­სეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც ცდი­ლობს, ამ ქვეყ­ნე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლად გან­ვი­თა­რე­ბას ხელი შე­უ­შა­ლოს

სა­ბედ­ნი­ე­როდ, ახლა ვირუს­თან ბრძო­ლის მხრივ სომ­ხე­თი პლა­ტო­ზე გა­ვი­და. კოშ­მარ­მა ჩა­ი­ა­რა. ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა და გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა შე­და­რე­ბით შემ­ცირ­და, თუმ­ცა, სა­მუ­შაო და საბ­რძოლ­ვე­ლი, ჯერ კი­დევ ბევ­რია, რად­გან უმ­რავ ადა­მი­ანს ჩვენ­თან ჯერ კი­დევ არ სჯე­რა მისი არ­სე­ბო­ბის, არ იცა­ვენ წე­სებს, სა­კუ­თარ თავ­საც უქ­მნი­ან საფრ­თხეს და სხვებ­საც.

– სომ­ხე­თის ოპო­ზი­ცია და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი მუდ­მი­ვად აკ­რი­ტი­კებს ფა­ში­ნი­ანს კო­ვიდ 19-თან არა­ე­ფექ­ტუ­რი მუ­შა­ო­ბის­თვის…

– საქ­მე ის არის, რომ ახლა სომ­ხეთ­ში ნამ­დვი­ლი ოპო­ზი­ცია არ არ­სე­ბობს, ეს არის ბან­და, რო­მე­ლიც ჩა­მო­აგ­დეს ტახ­ტი­დან და ვერ ეგუ­ე­ბი­ან ამას, აკ­რი­ტი­კე­ბენ ყვე­ლას გარ­შე­მო. სწო­რედ ისი­ნი ავ­რცე­ლე­ბენ და ამ­კვიდ­რე­ბენ აზრს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი არ არ­სე­ბობს, რათა ამით პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მნან ქვე­ყა­ნას, მო­სახ­ლე­ო­ბას, ხალ­ხს. შემ­დეგ კი გაჰ­კი­ვი­ან, აი ხომ ხე­დავთ, ფა­ში­ნი­ა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვერ უმკლავ­დე­ბა ვირუს­სო. მზად არი­ან მათი გა­რე­მოც­ვაც და­ზა­რალ­დეს, ოღონდ კი მო­სახ­ლე­ო­ბამ, ფა­ში­ნი­ა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არა­ლე­გი­ტი­მუ­რო­ბა სცნოს. აი, ეს არის ქვეყ­ნის შეგ­ნე­ბუ­ლი ღა­ლა­ტი.

ამას­თან, ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რად მუ­შა­ობს რუ­სუ­ლი პრო­პა­გა­და. მისი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჩვე­ნი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცხოვ­რო­ბენ და მუ­შა­ო­ბენ და პირ­და­პირ დი­ვერ­სი­ას აწყო­ბენ ქვე­ყა­ნა­ში. მა­გა­ლი­თად, ამ ე.წ. ოპო­ზი­ცი­ას, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი, მა­ფი­ო­ზებს, რუ­სე­თის სა­ელ­ჩო­ში ხვდე­ბი­ან და პირ­და­პირ დი­რექ­ტი­ვებს აძ­ლე­ვენ, რო­გორ იმუ­შა­ონ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ… არ შე­მიძ­ლია არ შე­ვა­ქო ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი, რო­მელ­მაც ამ მძი­მე ფონ­ზე გა­რის­კა და მოს­კოვ­ში, ფა­შიზ­მზე გა­მარ­ჯვე­ბის წლის­თავ­ზე დას­წრე­ბა­ზე პუ­ტინს უარი უთხრა. ეს იყო ღირ­სე­უ­ლი დე­მარ­ში.

– მის გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მი იყო, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

– დიახ, ეს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ნა­ბი­ჯია, რად­გან ის პირ­და­პირ ვერ ეტყო­და – თქვენ მხარს უჭერთ სარ­გსი­ა­ნის და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას და ამი­ტომ ვამ­ბობ უარს თქვენ­თან შეხ­ვედ­რა­ზეო. რუ­სე­თი, თა­ვი­სი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მან­ქა­ნე­ბით და შიგ­ნით, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი მისი საკ­მა­ოდ დიდი საყ­რდე­ნით, აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს სომ­ხე­თის წი­ნა­აღ­მდეგ, ებ­რძვის მის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას და ამის­თვის გა­რე­თა და შიდა მა­ფი­ო­ზე­ბის, ფულს და მე­დია რე­სურსს არ ზო­გა­ვენ, რომ სომ­ხეთ­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ფორ­მე­ბი არ და­უშ­ვან. მუდ­მი­ვად გვა­შან­ტა­ჟე­ბენ მათ ხელთ არ­სე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა მე­ქა­ნიზ­მე­ბით, თუნ­დაც გა­ზით, ასე­ვე ლარ­სის სა­სა­ზღვრო პუნ­ქტის ჩა­კეტვით…

ახლა სომ­ხე­თის გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა ძა­ლი­ან ჰგავს 2003 წლის დრო­ინ­დელ სა­ქარ­თვე­ლოს, ზუს­ტად იგი­ვე ვი­თა­რე­ბა გვაქვს რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის, რუ­სე­თის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი შიდა მა­ფი­ო­ზე­ბის, კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის და სხვა არა­ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით. ოღონდ, გან­სხვა­ვე­ბა ის არის, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა რე­ფორ­მე­ბი ძა­ლი­ან ხის­ტად და რა­დი­კა­ლუ­რად ჩა­ა­ტა­რა, ფა­ში­ნი­ა­ნი კი, ცდი­ლობს, რე­ფორ­მე­ბი რბი­ლად, ეტა­პობ­რი­ვად და გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში ჩა­ა­ტა­როს, რათა რე­ვო­ლუ­ცი­ამ თა­ვი­სი სა­ხე­ლი “ხა­ვერ­დო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი” გა­ა­მარ­თლოს.

თუმ­ცა, გულ­წრფე­ლად უნდა ვა­ღი­ა­რო, რომ ეკო­ნო­მი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა – სას­ტუმ­რო­ე­ბი, კვე­ბი­სა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ობი­ექ­ტი­ე­ბი, მე­დია, ინ­ტერ­ნეტ-გა­მო­ცე­მე­ბი, ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი, ზო­გა­დად, ბიზ­ნე­სის 90% რუ­სუ­ლია, მათი ფუ­ლით კეთ­დე­ბა და ცხა­დია, ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ, მათი გავ­ლე­ნე­ბი არ შემ­ცირ­დეს, მათი კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის სის­ტე­მა არ აი­ლაგ­მოს. ვიხ­სე­ნებ, სა­ი­დან და­ი­წყო ბრძო­ლა ფა­ში­ნი­ან­მა, რა შან­სი ჰქონ­და ამ­ხე­ლა გვე­ლე­შე­პებ­თან საბ­რძოლ­ვე­ლად, მაგ­რამ გა­მო­უ­ვი­და. იმე­დია, ახ­ლაც გა­მოგ­ვი­ვა.

ყო­ველ­თვის ვგრძნობთ, ამ მძი­მე რე­ა­ლო­ბა­ში ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რას, მად­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ამის­თვის, იმე­დია, ერთ დღეს ჩვენც გა­ვალთ ფონს!

ნახეთ მეტი
Back to top button