მთავარისაზოგადოება

სომხეთმა კვლავ დიდი რაოდენობით სამედიცინო საშუალებები მიიღო ჩინეთიდან (ვიდეო)

ჩინეთიდან სომხეთში  სამედიცინო ინვენტარისა და აღჭურვილობის კიდევ ერთი პარტია იქნა შემოტანილი მედდესანტების მიერ ორგანიზებული  სპეციალური საჰაერო რეისით.

სომხეთის ვიცე პრემიერ-მინისტრი, საგანგებო სიტუაციების კომისიის თტავმჯდომარე ტიგრან ავინიანი საკუთარ ფეისბუქგვერდზე წერს, რომ მიღებულია  მიწოდების აპარატები  და კონცენტრატორები, ფილტვების ვენტილაციის ხელოვნური მოწყობილობები, პირადი სუფთა  ჰაერის მომარაგების ხელსაწყოები, სამედიცინო დამცავი ნიღბები და სპეცტანსაცმელი, კორონავირუსის ახალი ტიპის ტესტები, არტერიული ოქსიმეტრები.

„ტვირთის  ძირითადი ნაწილი სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სახსრების ხარჯზე იქნა შეძენილი“,  – წერს ტიგრან ავინიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button