საზოგადოება

სომხეთში ჩამოვიდა რუსი ექიმების პირველი ჯგუფი

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ კოროვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდასაჭერად  მოსკოვი-ერევანი სპეციალური ჩარტერულ რეისით სომხეთში ჩამოვიდა რუსი ექიმების პირველი ჯგუფი. ინფორმაციას აწვდის სრ ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
”ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას გამოეხმაურა დაახლოებით 50  ექიმი რუსეთიდან. დადგენილი თანმიმდევრობის თანახმად, ისინი სომხეთში ჩამოვლენ ცალკეულ პროფესიულ ჯგუფებში. შემდეგი ჯგუფის ჩამოსვლა დაგეგმილია ივლისის დასაწყისში “, – ნათქვამია განცხადებაში.
ჯანდაცვის სამინისტრო ასევე აცნობებს, რომ რეისით სომხეთში ჩამოტანილ იქნა ჯანდაცვის სამინისტროსთვის ნაჩუქარი სამედიცინო აღჭურვილობა და პირადი დამცავი ნივთების პარტია.

მანამდე, სრ ჯანდაცვის სამინისტრომ მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს, რათა დიპლომატიური კორპუსის მეშვეობით განეხილათ სომხეთისთვის მხარდაჭერის აღმოჩენის შესაძლებლობა, მათ შორის კორონავირუსთან ბრძოლაში. ამ პერიოდში სამედიცინო გუნდები უკვე ჩამოვიდნენ საფრანგეთიდან და ლიტვიდან. ჰუმანიტარული დახმარება იქნა გამოგზავნილი პოლონეთიდან და სერბეთიდან. მანამდე კი ჩინეთმა და რუსეთმა სომხეთს დახმარება გაუწიეს სამედიცინო და სავენტილაციო აღჭურვილობის სახით.
შეგახსენებთ, რომ სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო დღეს 320-ით გაიზარდა და 20.588-ს მიაღწია.

ნახეთ მეტი
Back to top button