საზოგადოება

სომხური სამხედრო ნაწილი სამფეროვანი დროშით მარშირებს მოსკოვის ქუჩებში

სომეხი სამხედროების 75-კაციანი სამხედრო კონტინგენტი უკვე იმყოფება რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში და ემზადება დიდი სამამულო ომის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი აღლუმისთვის. სომხეთის თავდაცვის მინისტრის სპიკერმა შუშან სტეპანიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა სამხედრო მომზადების ვიდეო.

“ჩვენი გამარჯვებული და გამოწრთობილი  ჯარისკაცები … გამარჯვების ალღუმამდე მხოლოდ რამდენიმე დღე დარჩა”, – წერს სტეფანიანი.

ვიდეოში ნაჩვენებია სამხედრო ჯგუფი, რომელიც სომხეთის დროშით  მარშირებს მოსკოვის ქუჩებში.  სხვათა შორის, ყველა ჯარისკაცს დამცავი ნიღაბი უკეთია.  

ნახეთ მეტი
Back to top button