“ქართული ოცნების” ლობისტები ვაშინგტონს მორიგ წერილს უგზავნიან
“ქართული ოცნების” ლობისტები ოფიციალურ ვაშინგტონს წერილს უგზავნიან – მმართველი პარტიის არნიშნული განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ლობიზმის რეგულირების სააგენტომ გაასაჯაროვა.
ოცნების ლობისტების, ლობისტები 13 კონგრესმენის მიერ მომზადებულ უმწვავეს სტატიას პასუხობენ სტრატეგიულ დოკუმენტზე, სადაც ბიძინა ივანიშვილი პუტინის მოკავშირედ და რუსეთი სასარგებლოდ დესტაბილიზაციის წყაროდ არის დასახელებული. “ქართული ოცნება” წერილში ირწმუნება, რომ სტრატეგიული დოკუმენტის ჩანაწერი უსაფუძვლოა.
წერილში ცალკე თავი ბიძინა ივანიშვილის აქვს დათმობილი, სადაც ნათქვამია, რომ ივანიშვილი ქვეყნის ნომერ პირველი ფილანტროპია და მას საქართველოში ქველმოქმედებაზე $1.5 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული.
“პარტია “ქართული ოცნების” ხელმძღვანელის ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ქვეშ, საქართველო დასავლურ ალიანსს და ამერიკის შეერთებულ შტატებს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მეტად დაუახლოვდა. შესაბამისად, დოკუმენტში წამოჭრილი ბრალდებები არის უსაფუძვლო, – წერია განცხადებაში.