მთავარისაზოგადოება

ერევანში მალე საფრანგეთიდან ექიმების მორიგი ჯგუფი ჩამოვა, ჩართული იქნებიან დიასპორის წარმომადგენლებიც

საფრანგეთიდან ექიმების შემდეგი ჯგუფი ოთხშაბათს ერევანში იქნება, მასში მონაწილეობას მიიღებენ დიასპორის წარმომადგენლებიც.  ამის შესახებ საფრანგეთის სამედიცინო ჯგუფის ხელმძღვანელმა ალექსანდრ მინოიანმა განაცხადა  ონლაინ ბრიფინგზე.

„ ჩვენთვის დიდი პატივი იყო  რომ ჩამოვედით  სომხეთში და ჩვენი ცოდნისა და გამოცდილების ფარგლებში  მონაწილეობა მივიღეთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.   ჩვენ მეტად ბედნიერები ვართ, რომ   დავეხმარეთ ჩვენს თანამემამულეებს.  10 კაცისაგან შემდგარ დელეგაციაში არ იყვნენ სომეხი ეროვნების ექიმები, მაგრამ  ჩემი აზრით ყველა ამ საკითხს  მთელი გულისყურით მოეკიდა.  შემდეგი მისია ერევანში ოთხშაბათს ჩამოვა. ამჯერად, ამ მისიაში ჩართული იქნებიან ექიმები სომხური დიასპორიდან, ყველანი ძალიან აღფრთოვანებულნი არიან, რომ მიეცათ შესაძლებლობა მოინახულონ სომხეთი და თანაც სარგებლობა მოუტანონ თავიანთ თანამემამულეებს“,-  თქვა მინგოიანმა.

მან აღნიშნა, რომ ყველა ანტიპანდემიური წესის დაცვა არის ფუნდამენტური გზავნილი და ფუნდამენტური ბერკეტი ამ დაავადების თავიდან ასაცილებლად.

ნახეთ მეტი
Back to top button