საზოგადოება

“ვახ, ცავდ ტანემ”: სირადეკიანის კლასიკურმა ,,ლოდოჩკებმა“ “აქცენტით” ფურორი მოახდინეს

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ რუსეთელმა დიზაინერმა ალექსანდრე სირადეკიანმა შექმნა ფეხსაცმლის კოლექცია “სამყარო საზღვრების გარეშე”, მსოფლიოს ყველა ქვეყნის დროშებით, მათ შორის, სომხური დროშით. მან ფოტო განათავსა ინსტაგრამის თავის გვერდზე.


”სამყარო საზღვრების გარეშე”, – წერს დიზაინერი და თან ურთავს ფოტოს ჰეშთეგებით ”სომხეთი, ახალი”.
აბონენტები აღფრთოვანებული იყვნენ სირადეკიანის კოლექციით, რაც გასაკვირი არ არის. წვრილცხვირიანი კლასიკური ლოდოჩკები  ქუსლებით 10+  ყოველთვის იყო და რჩება მოდაში.
“ვახ, ცავდ ტანემ! ასე იტყოდა ყველა ჩემი ახლობელი და მეც მათ შორის, მე ვუყურებ ამ მშვენიერ სასწაულს … რა მაგარი იდეაა! კლასი !!! სომხეთი!” – წერენ მოდის თაყვანისმცემლები სხვადასხვა ქვეყნიდან.
სირადეკიანმა ასევე გამოაქვეყნა ფოტო კოლექციიდან რომელზეც საქართველოს დროშაა.

ხოლო რუსეთის დღისთვის – ფეხსაცმელი ამ ქვეყნის დროშით.



კოლექციაში ასევე არის ფეხსაცმელი ისეთი ქვეყნების დროშებით, როგორიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, იტალია, ევროკავშირი და ა.შ.
ალექ­სან­დრ სი­რა­დე­კი­ა­ნი სომ­ხუ­რი წარ­მო­შო­ბის დი­ზა­ი­ნე­რია, რო­მე­ლიც რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე­ობს. დი­ზა­ი­ნე­რი 1978 წლის 14 მა­ისს სა­ქარ­თვე­ლო­ში, თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. ახლა ცხოვრობს მოსკოვში. მისმა ნამუშევრებმა დაიპყრო ქსენია სობჩაკის, ადრიანა ლიმას, ქეთი თოფურიას და სხვათა გულები.

ნახეთ მეტი
Back to top button