მთავარიპოლიტიკა

თქვენი დაინტერესება რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებში ძალზე დაფასებულია. პუტინი სარგსიანს

,,სპუტნიკი სომხეთი” წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომხეთის პრეზიდენტს არმენ სარგსიანს დაბადების დღე მიულოცა.
”რუსეთი მაღალ შეფასებას ანიჭებს თქვენს აქტიურ დაინტერესებას რუსულ-სომხური მოკავშირეობითი ურთიერთობების განვითარების საქმეში. დარწმუნებული ვარ, რომ ორმხრივი კონსტრუქციული თანამშრომლობისა და პარტნიორობის შემდგომი გაფართოება ევრაზიული ინტეგრაციის პროცესების ფარგლებში ჩვენი ძმური ხალხის ფუნდამენტურ ინტერესებში შედის”,- ნათქვამია პუტინის მილოცვაში.
პუტინმა სარგსიანს უსურვა ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და წარმატებები სახელმწიფო საქმიანობაში.
უნდა აღინიშნოს, რომ დღეს არმენ სარგსიანი 67 წლის ხდება.

ნახეთ მეტი
Back to top button