მთავარისაზოგადოება
კორონავირუსით ინფიცირების 418 ახალი შემთხვევა. გარდაიცვალა 21 ადამიანი, აქედან 9 სხვა დაავადებებით. გამოჯანმრთელებულია 1013 ადამიანი
,,News.am” წერს, რომ 23 ივნისის 11:00 საათის მდგომარეობით, სომხეთში აღინიშნა კორონავირუსული ინფექციის 418 ახალი შემთხვევა. ამის შესახებ იტყობინება სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი.
მთლიანობაში, 23 ივნისის მდგომარეობით დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 21006 შემთხვევა.
ტესტირების საერთო რაოდენობაა 98117 (ერთ დღეში ჩატარდა 1274 ტესტი).
ფაქტობრივად, ამჟამად 10364 მკურნალობს (616-ით შემცირდა).
ბოლო მონაცემებით, გამოჯანმრთელებულია 10144 ადამიანი, ბოლო დღეში 1013 ადამიანი.
სულ გარდაიცვალა 372 პაციენტი (გაიზარდა 12-ით).
წინა დღეს გარდაიცვალა ცხრა პაციენტ, რომლებსაც კორონავირუსის ინფექცია დაუდგინეს, მაგრამ გარდაიცვალნენ სხვა დაავადებით.
ასეთი შემთხვევების საერთო რაოდენობაა 126.