ეკონომიკა

როდის და როგორ გაიხსნება საქართველოს საზღვრები

,,სპუტნიკი საქართველო” წერს, რომ საქართველოში აქტიურად სწავლობენ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ ტენდენციებს, რათა საერთაშორისო ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლოეს დროში მიიღებენ.

პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა განიხილეს მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ხაზი გაუსვეს მაღალი მობილობის პირობებში ვირუსის გავრცელების კონტროლის იმ შედეგების შენარჩუნების აუცილებლობას, რომელიც საქართველოს დღეს აქვს.

უწყებათშორისი საბჭოს სხდომაზე ყურადღება ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით ფრთხილი და ეტაპობრივი მიდგომის შენარჩუნების აუცილებლობაზე გამახვილდა, რამდენადაც მოქალაქეების უსაფრთხოება ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია და გადაწყვეტილება მსოფლიო ტენდენციების გათვალისწინებით უნდა იქნას მიღებული.

“ამასთან, როგორც ცნობილია, საქართველოს წარმატებული მოლაპარაკებები ჰქონდა პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის ისრაელსა და ევროკავშირის სხვადასხვა სახელმწიფოსთან, თუმცა აღნიშნულმა ქვეყნებმა, მათ ქვეყნებში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ტურიზმისა და საერთაშორისო საზღვრების გახსნის გარკვეული პერიოდით გადავადება გადაწყვიტეს. ამასთან, საქართველო ყურადღებით ეცნობა ევროკავშირში არსებულ ტენდენციებს, რომლის ფარგლებში პირველ ეტაპზე მხოლოდ შიდა საზღვრები გაიხსნა, ხოლო სხვა ქვეყნებთან მიმართებაში შეთანხმება მიღწეული არ არის, და შესაბამის გადაწყვეტილებებს საერთაშორისო ტურიზმთან მიმართებაში, არსებული ვითარების გათვალისწინებით, საზოგადოებას უახლოეს პერიოდში გააცნობს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close