საერთაშორისო

ქართველმა ჟურნალისტმა გაბუნიამ კვლავ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა პუტინს

ქართველი ჟურნალისტი გიორგი გაბუნია კვლავ შეურაცხყოფს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, იტყობინება „რია ნოვოსტი“.

„მთავარ არხზე“  გადაცემისას გაბუნია ქართულიდან რუსულ ენაზე გადავიდა და პუტინს უცენზურო სიტყვებით მიმართა.  

ადრე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა.  

ტელეარხის ხელმძღვანელმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ რუსეთის  მოქალაქის სამიზნე იყო სწორედ გაბუნია და რომ ოპერაციას  ჩეჩნეთის ლიდერი რაზმან კადიროვი ხელმძღვანელობდა.

კადიროვის თქმით, ეს ბრალდება სისულელეა და მოუწოდა გაბუნიას ბოდიში მოეხადა რუსეთის პრეზიდენტის შეურაცხყოფისათვის.

2019 წელსაც  გაბუნიამ რუსთავი 2-ის  ეთერში შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია  პუტინი და მისი მშობლები.

ნახეთ მეტი
Back to top button