“ამერიკული სომხური საზოგადოებიდან ექიმთა ჯგუფი აპირებს სომხეთში ჩამოსვლას” ․ ზარეჰ სინანიანი

,,Mamul.am“ წერს, რომ სრ დიასპორის საკითხთა მთავარმა კოორდინატორმა ზარეჰ სინანიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე წარმოადგინა ბოლო თვეების განმავლობაში უწყების მიერ გაწეული სამუშაოები COVID-19– ის გამო სომხეტში შექმნილ მდგომარეობასა და სომხეთ – დიასპორასთან ურთიერთობებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ისინი თანამშრომლობდნენ ჯანდაცვის სამინისტროსთან იმის გასარკევად, თუ რა სამედიცინო აღჭურვილობა სჭირდება სომხეთს ეპიდემიის დროს.
”ბატონი არსენ თოროსიანი და სამინისტრო დიდ ძალისხმევას იყენებენ, რათა სომხეთში კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლაში მცირერიცხოვანი დანაკარგი გვქონდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ მიმართულებაზე ვართ”, – თქვა ზარეჰ სინაიანმა.
სინანიანმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის სომხური საზოგადოებიდან ექიმთა ჯგუფი აპირებს სომხეთში ჩამოსვლას.